10 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 10 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

10 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 9-05-2012, 20:53, ნანახია: 1097

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

10 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღევანდელი დღე, არცთუ იოლი ამოცანების გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დაგაყენებთ. ამ მხრივ განსაკუთრებული სიძნელეების გადალახვა, პროფესიულ ასპარეზზე მოგიხდებათ. რადგან თქვენი უკომპრომისო საქციელიდან გამომდინარე, ჯიუტად არ გსურთ ჩვეული საქმიანობის კურსის, ახლებური ტაქტიკით ჩანაცვლება, რომელსაც გარშემომყოფნი დაჟინებით გირჩევენ. ამგვარი საქციელი კი სამომავლოდ შესაძლოა, რეპუტაციის შელახვადაც კი დაგიჯდეთ.

კურო - დღევანდელ დღეს უმჯობესია, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, საკუთარი ძალები ჯეროვნად შეაფასოთ და უკიდურესობებს მაქსიმალურად ერიდოთ. თქვენი სურვილი და შემართება, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, ნამდვილად ქებას იმსახურებს, მაგრამ ვარსკვლავების გავლენა ამ მხრივ დღეს არც თუ სახარბიელოა. ამიტომ უმჯობესი იქნება, მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას ხვალინდელი დღე დაუთმოთ.

ტყუპები - დღევანდელ დღეს თქვენში ემოციური განწყობა იმდენად ძლიერდება, რომ შესაძლოა სამსახურში დაგროვილ, მომაბეზრებელ საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება ძალიან გაგიჭირდეთ და ისინი უბრალოდ ხვალისთვის გადადოთ. სამაგიეროდ შესანიშნავი შანსი მოგეცემათ, პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემები მოაგვაროთ. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი, ორივესთვის მისაღები და სასურველი კომპრომისის მიღწევით დასრულდება. შესაძლოა დღის ბოლოს, ოჯახის რომელიმე წევრთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობაც დაარეგულიროთ და დაათბოთ.

კირჩხიბი - დღევანდელი დღე იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურ ნებისყოფასა და მიზანსწრაფულობას გამოიჩენთ, შესაძლოა თქვენთვის მოულოდნელი და ძალზე პოზიტიური შედეგებით დასრულდეს. წარმატება ძირითადად საქმიანი და პროფესიული კუთხით გელოდებათ, გამორიცხული არ არის, სარფიანი გარიგება დადოთ ან შემოსავლის ახალი, სოლიდური წყარო გაიჩინოთ. საღამოს თქვენი ამაღლებული განწყობა და ლიბერალური მიდგომა, პირად ურთიერთობებზეც პოზიტიურად აისახება და საყვარელ ადამიანთანაც მოახერხებთ ურთიერთობის გარკვევას.

ლომი - დღეს შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ სიახლეების შეტანა თქვენს ცხოვრებაში, გაცილებით უფრო მარტივი და ადვილი ყოფილა, ვიდრე ეს აქამდე წარმოგედგინათ. შეგიძლიათ პრობლემების გადაწყვეტისას, მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარების იმედიც იქონიოთ და სირთულეების გადაჭრა მანამ შესძლოთ, სანამ მათი მოგვარება თქვენს ძალებს არ აღემატება. კარგი იქნება სახლში რემონტს თუ წამოიწყებთ, ავეჯს გადაადგილებთ ან სულაც ონკანს შეაკეთებთ სააბაზანოში. სხვა დროს ჩვეულებრივმა, მოსაწყენმა საოჯახო საქმეებმა, დღეს შესაძლოა დიდი სიამოვნება და კმაყოფილება მოგანიჭოთ.

ქალწული - დღევანდელ დღეს ნაკლებად უნდა იქონიოთ, ნაცნობ-მეგობრების ან თუნდაც ოჯახის წევრების დახმარების იმედი. მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით იმოქმედეთ და გააკეთეთ ის, რასაც თავად ჩათვლით საჭიროდ. შესაძლოა ბავშვებთან დაკავშირებულმა, მოულოდნელმა ფინანსურმა დანახარჯმა ან საქმეების გაჭიანურებამ გაგაღიზიანოთ. თუმცა თქვენი წარუმატებლობა, დროებითია და სულ მალე ყველაფერი პოზიტივით შეიცვლება. აქედან გამომდინარე, აჯობებს დღევანდელი ცუდი განწყობა, სპორტული აქტივობით ან ცეკვით დაამრცხოთ.

სასწორი - ვარსკვლავები საკმაოდ აქტიურ და მოულოდნელობებით აღსავსე დღეს გპირდებიან. შესაძლოა თავი უმნიშვნელო ფინანსურმა სიძნელეებმაც იჩინოს, თუმცა მათ მოგვარებას, დღის ბოლოს მეგობრების დახმარებით იოლად შესძლებთ. სამაგიეროდ ამ დახმარების საფუძველზე გამორიცხული არაა, ძალზე პერსპექტიულ სამომავლო პროექტს ჩაუყაროთ საფუძველი. წარმატების შანსი ერთი ორად იზრდება, თუკი თქვენ სახელოვნებო სფეროს ან ბეჭდური მედიის წარმომადგენელი ბრძანდებით. კარგი დღეა საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების ასამაღლებლად და სხავადასხვა სახის ბრიფინგების მოსაწყობად.

ღრიანკალი(მორიელი) - დღევანდელი დღე თქვენგან, პროფესიული თვალსაზრისით ნებისყოფისა და პრინციპულობის მაქსიმალურ გამოვლენას მოითხოვს. პლანეტების არასასურველი გავლენის შედეგად, დიდია ალბათობა იმისა, რომ საქმიანმა პარტნიორებმა თქვენი გულუბრყვილობით ბოროტად ისარგებლონ და ერთობ საეჭვო გარიგებაშიც კი ჩაგითრიონ. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ, სანამ ახალ პროექტზე მუშაობას ან ბიზნეს-შემოთავაზებას დასთანხმდებოდეთ.

მშვილდოსანი - დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებიმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. მართალია დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს, თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.

თხის რქა - დღეს შესაძლოა პროფესიულ ასპარეზზე წარმოქმნილი სიტუაციდან გამომდინარე, იძულებით კომპრომისზე წასვლა მოგიწიოთ. თუმცა სამომავლოდ თქვენი ამგვარი საქციელი, უფროსობის მხრიდან დადებითად შეფასდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას, თქვენ შორის გაუცხოვების მიზეზი, შესაძლოა ძველი წყენა იყოს, რომლის პატიებაც თქვენ ძალიან გიჭირთ. უმჯობესია თუ განაწყენების რეალურ მიზეზებზე, გულახდილად ისაუბრებთ პარტნიორთან, ერთობლივი კომპრომისის გზით, გაცილებით უმტკივნეულოდ მოაგვარებთ ურთიერთობაში წარმოქმნილ პრობლემებს.

მერწყული - დღეს პროფესიულ ასპარეზზე, მოულოდნელად წარმოქმნილმა პრობლემებმა, შესაძლოა საღამოს გეგმების შეცვლაც კი გაიძულოთ და საყვარელ ადამიანთან დაგეგმილი, რომანტიკული ვახშმის ნაცვლად, სამუშაო მაგიდასთან მოგიწიოთ დროის გატარება. თუმცა თქვენს მიერ გაღებული დღევანდელი მსხვერპლი, სამომავლოდ აუცილებლად სოლიდურ, ფინანსურ ანაზღაურებას ან კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლას მოგიტანთ.

თევზები - ბოლო პერიოდში ბევრი ემოცია დაგიგროვდათ გულში, შეიძლება ითქვას, საკმარისზე მეტიც კი. დროა გულახდილად ისაუბროთ ვინმესთან, ამით უდიდეს შვებას იგრძნობთ. დღეს ასევე შესაძლებლობა მოგეცემათ, გარშემომყოფები საკუთარი დამოუკიდებლობითა და ხასათის სიმტკიცით გააოცოთ. მართალია თქვენი ნატურიდან გამომდინარე, როგორც წესი ძირითადად გუნდში მუშაობა გირჩევნიათ, მაგრამ მაგრამ დღეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გუნდურ თამაშს, საკუთარი ინდივიდუალიზმი უნდა დაუპირისპიროთ და წარმატების მისაღწევად დამოუკიდებლად იმოქმედოთ.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews