11 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

statusebi » horoskopi » 11 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

Loading
 

11 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan თარიღი 10-05-2012, 19:49, ნანახია: 1845

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

11 მაისის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ვერძი - დღეს საბოლოოდ დასრულდება, პროფესიულ ასპარეზზე ბოლო პერიოდში წარმოქმნილი პრობლემები და გაუგებრობები. გამორიცხული არ არის, სრულიად ახალი, ძალზე პერსპექტიული პროექტის განხორციელების საშუალება მოგეცეთ, ან აქამდე ნაკლებად მომგებიანმა საქმემ მოგიტანოთ, მოულოდნელი წარმატება და სოლიდური ფულადი შემოსავალი. პირად ურთიერთობებში, შერიგებისა და სიმშვიდის პერიოდი დგება. თქვენი ოპტიმისტური განწყობა და ლიბერალური მიდგომა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებაში შეგიწყობთ ხელს.

კურო - კარგი იქნება თუ ცოტა ხნით მაინც დაისვენებთ სამსახურეობრივი საქმეებისაგან, რომელთა გადაჭრასაც, ბოლო პერიოდში მთელი თქვენი თავისუფალი დრო და ენერგია მიაქვს. ვარსკვლავები უახლოეს მომავალში, პროფესიული კუთხით, ისედაც საკმაოდ პოზიტიურ ძვრებს გპირდებიან. ამიტომ უმჯობესია, თავს ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალება მისცეთ, ძალები მოიკრიბოთ და დრო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ, რომელიც უკვე საკმარისზე მეტადაც კი ღიზიანდება, თქვენი გამუდმებული მოუცლელობითა და უყურადღებობით.

ტყუპები - დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებიმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. მართალია დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს, თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.

კირჩხიბი - დღეს თქვენზე დაკისრებული საქმეები, ერთპიროვნულად თქვენვე, დამოუკიდებლად და მარტომ უნდა აკეთოთ. ამას გარდა, რამოდენიმე აბეზარი ადამიანის მისამართით, გადამწყვეტი ტონით უარის თქმაც მოგიწევთ, თანაც არა ერთხელ. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში, საკმარისზე მეტი საქმეები დაგიგროვდათ, შეეცადეთ საკუთარი თავი, ზედმეტი ვალდებულებებით არ გადაიტვირთოთ და უშუალოდ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს მიხედოთ. ამ პერიოდში უკეთესი იქნება თუ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნაკლებად მიიღებთ და ოდნავ მაინც შეანელებთ ცხოვრების გიჟურ ტემპს.

ლომი - წინ საკმაოდ რთული დღე გელოდებათ. განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, კანონისა და ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებთნ კონფლიქტში ჩაბმისაგან. ამასთან დღევანდელ დღეს, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ რაიმე სახის, ფინანსური მაქინაციის მსხვერპლიც გახდეთ. ნურც საქმიან მივლინებებს დაგეგმავთ. მომავალში, შეუსრულებელმა ვალდებულებებმა, შესაძლოა თქვენი პიროვნების მიმართ საზოგადოების გაუცხოება გამოიწვიოს.

ქალწული - დღეს თქვენი გონება და ემოციები, გასაოცარ ურთიერთჰარმონიაშია. ეს კი დღის მანძილზე წარმოქმნილი პრობლემების, ოსტატურად მოგვარებასა და კონფლიქტური სიტუაციების დროულად ლიკვიდირებაში დაგეხმარებათ. თუმცა უმჯობესი იქნება თუ, ნებისმიერი სახის სპონტანური გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით თუ ეს საქმიან ან ფინანსურ სფეროებს შეეხება, თავს აარიდებთ ან ხვალისთვის გადასდებთ. კარგი დღეა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და სპორტული აქტივობისათვის. საღამო უმჯობესია ოჯახის წევრებთან ერთად, ან უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

სასწორი - მართალია დღეს თქვენში ენერგიული განწყობა და შრომისუნარიანობა ძალზე მაღალია, მაგრამ შესაძლოა ამგვარმა გადამეტებულმა აქტიურობამ, პროფესიულ ასპარეზზე, საკმაოდ არასახარბიელო შედეგებიც მოგიტანოთ. საკუთარი უპირატესობის ბრმა რწმენა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, სავარაუდოდ მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემის, რეალური არსის დანახვაში შეგიშლით ხელს. ეს კი საბოლოო ჯამში, საკმაოდ სერიოზული შეცდომის დაშვების მიზეზიც შეიძლება გახდეს. შეეცადეთ ემოციები დაიოკოთ და საქმიანობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

ღრიანკალი(მორიელი) - დღეს თავი უნდა შიკავოთ ნებისმიერი სახის, სარისკო გადაწყვეტილების მიღებისაგან. აჯობებს დრო საკუთარ გრძნობებში გარკვევას და ინტელექტუალურ განვითარებას დაუთმოთ. მით უმეტეს რომ, დღეს თქვენ ღრუბელივით ისრუტავთ ნებისმიერ ახალ ინფორმაციას, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ. მოინახულეთ ის ადამიანები, ვისაც თქვენი თანადგომა და მეგობრული მხარდაჭერა ესაჭიროება, მათი გულწრფელი მადლიერება და სითბო, განწყობას აგიმაღლებთ და ბოლო პერიოდში, ცოტა არ იყოს შერყეულ, საკუთარი თავის რწმენასაც გაგიმყარებთ.

მშვილდოსანი - დიდია ალბათობა იმისა, რომ დღევანდელი დღე, გარკვეული ვნებათაღელვისა და დაძაბულობის გარეშე არ ჩაივლის თქვენთვის. მაგრამ უმჯობესია, საკუთარი პოზიციების დასაცავად, (მით უმეტეს, თუ ეს საქმიან სფეროს ეხება) მაქსიმალური პრინციპულობა გამოიჩინოთ და მოვლენების მსვლელობას თვალი, მხოლოდ კულისებიდან არ ადევნოთ. დღეს ის დღეა, როცა გარშემომყოფები თქვენს შემართებას ჯეროვნად დააფასებენ.

თხის რქა - აჯობებს თქვენს გულში დაგროვილი ემოციებისა და გრძნობების შესახებ, რომელთაც აქამდე, გარშემომყოფთაგან გულმოდგინედ მალავდით ვინმეს, თუნდაც საუკეთესო მეგობარს გაენდოთ. თქვენს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა გულით უნდა იმოქმედოთ და არა გონებით. აჯობებს იმპულსებს დაემორჩილოთ, რადგან ამ პერიოდში ბედი აშკარად განებივრებთ და თქვენი მხრიდან, ნებისმიერი სარისკო ქმედება გამართლებული იქნება. ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას ეხება. დროა საყვარელ ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ თქვენი გრძნობების შესახებ.

მერწყული - ბოლო პერიოდში,თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები, დადებით მუხტს და ჰარმონიას მოგიტანთ, როგორც ოჯახურ ისე პირად ურთიერთობებში. ენერგია რომლითაც დღევანდელ დღეს დაიმუხტებით, არა მარტო თქვენზე, გარშემომყოფებზეც დადბითად იმოქმედებს. მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს თქვენი დახმარება, ყველაზე მეტად ოჯახის წევრებს ესაჭიროებათ და შესაძლოა, რომელიმე მათგანს, რაიმე კონკრეტული სახის საფრთხეც კი ააცილოთ თავიდან, თუკი საჭირო დროს, საჭირო ადგილას იქნებით

თევზები - მოსალოდნელია დღეს თქვენს გარშემო,რამოდენიმე საინტერესო სპექტაკლი გათამაშდეს. მაგრამ თუ წინდახედულად იმოქმედებთ, ამ ყველაფრისგან არამც თუ დაზარალდებით, პირიქით შესაძლოა სარგებელიც ნახოთ. დღევანდელი დღე თქვენთვის მოქმედების დღე არაა, ამიტომ უმჯობესია დრო, სამომავლო გეგმების დასახვას და მათ წარმატებით რეალიზებაზე ფიქრს დაუთმოთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი კამათისაგან, ფილოსოფიური მსჯელობის უნარი დღეს ნაკლებად გამოგადგებათ, აქედან გამომდინარე ნუ ჩაერთვებით პოლემიკაში.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმრები-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews