horoskopi | ყოველდღიური ჰოროსკოპი

statusebi » horoskopi

Loading
 
სიახლეების სორტირება: თარიღის მიხედვით | პოპულარობა | ხილვადობის მიხედვით | კომენტარებით | ანბანის მიხედვით

26 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 25-04-2012, 20:43, ნანახია: 864

26 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღეს ის დღეა, როცა ხასიათის სიმტკიცის და მაქსიმალური ნებისყოფის გამოჩენა გმართებთ. დამოუკიდებლად მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნუ მოექცევით ნურავის გავლენის ქვეშ და იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით. რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, ვინმეს თქვენი გეგმები გაუზიაროთ, თავი შეიკავეთ, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ბოლოს იმედგაცრუებული დარჩეთ. არ ენდოთ ბრმად ახალ ინფორმაციას და ნუ აყვებით ჭორებს. შესაძლოა ამგვარმა საქციელმა, სამომავლოდ თქვენს პირად ცხოვრებაში, უამრავი პრობლემა მოიტანოს.

კურო - საკმაოდ პოზიტიური დღეა. შესაძლოა ახალმა, საქმიანმა შემოთავაზებამ ან ორიგინალურმა იდეამ, წარმატებული სამომავლო პროექტის დაწყებისკენ გიბიძგოთ. თუმცა მსხვილი კაპიტალდაბანდებებისაგან და უძრავი ქონების შეძენისაგან, თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. უმჯობესია დღევანდელი დღე, სამომავლო სტრატეგიის შემუშავებას დაუთმოთ და წვრილმანები დახვეწოთ. ნუ უგულვებელყოფთ იმ რჩევებს, რომლებსაც დღეს, უახლოესი მეგობრები ან ოჯახის წევრები მოგაწვდიან, მათი გათვალისწინებით, სამომავლოდ სერიოზულ საფრთხეს აიცილებთ თავიდან.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

25 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano დღე 24-04-2012, 21:24, ნანახია: 922

25 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 1
ვერძი - დღეს დასვენებისა და ძალების მოკრიბის შესანიშნავი საშუალება მოგეცემათ. კარგი იქნება თუ პარალელურად, სპორტით ან ხანგრძლივი სეირნობითაც დაკავდებით. ამასთან ბრმად ნუ ენდობით ნურავის რჩევას, თუნდაც უახლოესმა მეგობარმა გადაწყვიტოს თქვენი დახმარება, ეცადეთ მხოლოდ საკუთარ გულისხმას უგდოთ ყური. მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკუთარი ქმედებები და მკვეთრი რეპლიკებისაგანაც შეიკავეთ თავი, თორემ შესაძლოა ამის გამო, საყვარელ ადამიანთან დაგეძაბოთ ურთიერთობა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აჯობებს პატივი სცეთ პარტნიორის აზრს, რაც არ უნდა მიუღებლად მოგეჩვენოთ იგი.

კურო - დღევანდელ დღეს უმჯობესია, როგორც საქმიანი ისე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, საკუთარი ძალები ჯეროვნად შეაფასოთ და უკიდურესობებს მაქსიმალურად ერიდოთ. თქვენი სურვილი და შემართება, პროფესიულ ასპარეზზე მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები, დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, ნამდვილად ქებას იმსახურებს, მაგრამ ვარსკვლავების გავლენა ამ მხრივ დღეს არც თუ სახარბიელოა. ამიტომ უმჯობესი იქნება, მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას ხვალინდელი დღე დაუთმოთ.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

24 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 23-04-2012, 20:09, ნანახია: 1047

24 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 1
ვერძი - დღევანდელი დღე ინტელექტუარ განვითარებას დაუთმეთ, ეს საქმიანობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და სამომავლოდ, ახალი პერსპექტივების დასახვაშიც დაგეხმარებათ. პოზიტიური და დადებითი მუხტი, სავარაუდოდ სარისკო ქმედებებისკენაც გიბიძგებთ, რაც საბოლოო ჯამში, მოულოდნელ და თქვენთვის ძალზე სასიამოვნო სიახლეებს გამოიწვევს. შესაძლოა ისეთი მიზნების მიღწევის შანსი გაგიჩნდეთ, რის შესახებაც აქამდე, ოცნებაც კი არარეალურად გეჩვენებოდათ. აქდან გამომდინარე, შეგიძლიათ ხელი თამამად მოჰკიდოთ ნებისმიერ ახალ საქმეს.

კურო - დღე საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. შეეცადეთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას, მხოლოდ ცივი გონებით იხელმძღვანელოთ და ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ. გახსოვდეთ, დღეს პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევას, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამბიციურობის გაკონტროლების ხარჯზე თუ მოახერხებთ. დღევანდელი დღე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევის თვალსაზრისითაც არ მოგცემთ სასურველ შედეგს, რადგან თქვენს არგუმენტებს იგი, ძალზე არასერიოზულად მოეკიდება.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

23 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano დღე 22-04-2012, 19:07, ნანახია: 882

23 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 3
ვერძი - დღეს შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ სიახლეების შეტანა თქვენს ცხოვრებაში, გაცილებით უფრო მარტივი და ადვილი ყოფილა, ვიდრე ეს აქამდე წარმოგედგინათ. შეგიძლიათ პრობლემების გადაწყვეტისას, მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარების იმედიც იქონიოთ და სირთულეების გადაჭრა მანამ შესძლოთ, სანამ მათი მოგვარება თქვენს ძალებს არ აღემატება. კარგი იქნება სახლში რემონტს თუ წამოიწყებთ, ავეჯს გადაადგილებთ ან სულაც ონკანს შეაკეთებთ სააბაზანოში. სხვა დროს ჩვეულებრივმა, მოსაწყენმა საოჯახო საქმეებმა, დღეს შესაძლოა დიდი სიამოვნება და კმაყოფილება მოგანიჭოთ.

კურო - დღევანდელი დღე, თქვენგან სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას და მაქსიმალურ რისკს მოითხოვს. თუმცა ნებისმიერი საქმე, რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. განსაკუთრებული გამბედაობის გამოჩენა ამ მხრივ, პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით გმართებთ. რატომ კარგავთ დროს უსაფუძვლო ეჭვებსა და ნერვიულობაზე? თქვენთვის ძვირფასი ადამიანი ისედაც, საკმაოდ დაიღალა ლოდინითა და გაურკვევლობით. დროა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით გაახაროთ ისიც და საკუთარი თავიც.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

22 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 22-04-2012, 09:36, ნანახია: 565

22 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღეს თავს სუსტად იგრძნობთ, თუ რამის გაკეთებას გადაწყვიტავთ დაიხმარეთ ახლობლები. თქვენი სისუსტე დიდხანს არ გაგრძელდება.

კურო - დღეს ფინანსებთან დაკავშირებით არასახარბიელო დღე გელით, მოგიწევთ არაგეგმიური დანახარჯები. დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

21 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 20-04-2012, 20:13, ნანახია: 989

21 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღეს შესაძლოა პროფესიულ ასპარეზზე, მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრის გზა, ხნიერი ადამიანის მიერ მოცემულმა, ძალზე გონივრულმა რჩევამ გაპოვნინოთ. ამიტომ ყურადღებით და მაქსიმალური ტაქტით მოეკიდეთ, ასაკით უფროს კოლეგებთან, ან ოჯახის უხუცეს წევრებთნ ურთიერთობას. პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას კი, მხოლოდ და მხოლოდ ძველი წყენის დავიწყების შემთხვევაში თუ მოახერხებთ. ამიტომ აჯობებს საკუთრ გრძნობებში კარგად გაერკვეთ და საყვარელ ადამიანთან დიალოგი ისე წამოიწყოთ.

კურო - დღეს ის დღეა, როცა ხასიათის სიმტკიცის და მაქსიმალური ნებისყოფის გამოჩენა გმართებთ. დამოუკიდებლად მიიღეთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნუ მოექცევით ნურავის გავლენის ქვეშ და იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით. რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, ვინმეს თქვენი გეგმები გაუზიაროთ, თავი შეიკავეთ, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ბოლოს იმედგაცრუებული დარჩეთ. არ ენდოთ ბრმად ახალ ინფორმაციას და ნუ აყვებით ჭორებს. შესაძლოა ამგვარმა საქციელმა, სამომავლოდ თქვენს პირად ცხოვრებაში, უამრავი პრობლემა მოიტანოს.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

20 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano დღე 19-04-2012, 21:12, ნანახია: 1152

20 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებიმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. მართალია დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს, თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.

კურო - ოჯახთან თქვენი ფიზიკურად დაბრუნება, სრულებითაც არ ნიშნავს, მათთან თქვენს პიროვნულ და სულიერ დაახლოვებას. შეეცადეთ მეტი საერთო ენა გამონახოთ მშობლებთან და დედმამიშვილებთან. გამორიცხული არაა სერიოზული და რთული საქმიანი მოლაპარაკებებისას, თქვენი მისამართით გამოთქმულმა უტაქტო რეპლიკამაც ძალიან გაგაღიზიანოთ, მაგრამ უმჯობესია მაქსიმალურად შეიკავოთ თავი, შესაძლო კონფლიქტის გაღვივებისაგან და ყველა ღონე იხმაროთ საიმისოდ, რომ ღირსეულად და მშვიდად გამოხვიდეთ ამ დაძაბული სიტუაციიდან.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

19 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 19-04-2012, 13:12, ნანახია: 524

19 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - არ იკამათოთ დღეს, რადგან კამათით ვერაფერს მიაღწევთ და ნერვები მოგეშლებათ როგორც თქვენ ასევე თქვენ გარშემომყოფებს.

კურო - დიდი შრომა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენი მიზნის ერთ პროცენტს მაინც მიაღწიოთ. ძნელ საქმეს შეეჭიდებით, მაგრამ უკანდახევაც აღარ შეიძლება. კარგი იქნება, თუ ასეთი დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, განტვირთვას შეძლებთ და მეგობრების კომპანიაში მოილხენთ.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

18 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano დღე 17-04-2012, 21:26, ნანახია: 1168

18 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღე საკმაოდ მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის. შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დასახვას მიჰყოთ ხელი ან უკვე არსებული, საქმიანი კონტაქტების გაფართოება-გამრავალფეროვნებით დაკავდეთ. თუკი ახლო მომავალში, სამსახურეობრივ მივლინებას გეგმავდით, დღევანდელი დღე გამგზავრებისთვის სწორედ რომ საუკეთესოა, რადგან სავსებით შესაძლებელია, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას, სწორედ დღეს მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ და მომგებიან შეთანხმებას.

კურო - დღევანდელი დღე საოჯახო პრობლემების მოგვარებას და ახლობლებზე ზრუნვას უნდა დაუთმოთ. მართალია, თქვენში უმნიშვნელო გაღიზიანებამაც შეიძლება იჩინოს თავი, გამომდინარე იქედან, რომ ერთბაშად უამრავი, საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების აუცილებლობა დაგაწვებათ მხრებზე, მაგრამ დღის ბოლოს, ოჯახის წევრების მხრიდან, თქვენი მისამართით აშკარად გამოხატული, მადლიერი და თბილი დამოკიდებულება, განწყობას და საკუთარი თავის რწმენას, ერთი ორად აგიმაღლებთ.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

17 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 16-04-2012, 19:41, ნანახია: 1044

17 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღეს თქვენზე დაკისრებული საქმეები, ერთპიროვნულად თქვენვე, დამოუკიდებლად და მარტომ უნდა აკეთოთ. ამას გარდა, რამოდენიმე აბეზარი ადამიანის მისამართით, გადამწყვეტი ტონით უარის თქმაც მოგიწევთ, თანაც არა ერთხელ. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში, საკმარისზე მეტი საქმეები დაგიგროვდათ, შეეცადეთ საკუთარი თავი, ზედმეტი ვალდებულებებით არ გადაიტვირთოთ და უშუალოდ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს მიხედოთ. ამ პერიოდში უკეთესი იქნება თუ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნაკლებად მიიღებთ და ოდნავ მაინც შეანელებთ ცხოვრების გიჟურ ტემპს.

კურო - მართალია დღეს თქვენში ენერგიული განწყობა და შრომისუნარიანობა ძალზე მაღალია, მაგრამ შესაძლოა ამგვარმა გადამეტებულმა აქტიურობამ, პროფესიულ ასპარეზზე, საკმაოდ არასახარბიელო შედეგებიც მოგიტანოთ. საკუთარი უპირატესობის ბრმა რწმენა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, სავარაუდოდ მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემის, რეალური არსის დანახვაში შეგიშლით ხელს. ეს კი საბოლოო ჯამში, საკმაოდ სერიოზული შეცდომის დაშვების მიზეზიც შეიძლება გახდეს. შეეცადეთ ემოციები დაიოკოთ და საქმიანობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

16 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 15-04-2012, 20:33, ნანახია: 772

16 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღევანდელი დღე საკმაოდ პოზიტიურ შედეგებს მოგიტანთ. განსაკუთრებული წარმატებით ჩაივლის მოლაპარაკებები, ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებთან და მოკლევადიანი, საქმიანი ვიზიტები. კარგი დღეა საქმიანი თათბირების ან ბრიფინგების მოსაწყობად, ბიზნეს პარტნიორებთან სასურველი შეთანხმების მისაღწევად და სამეცნიერო საქმიანობისთვის. დღეს განსაკუთრებით გიადვილდებათ პატარებთან ურთიერთობა. ბავშვებთან ერთად გატარებული დრო, სეირნობა ან უბრალოდ მათთან თამაშიც კი, უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

კურო - მშვიდი და დადებითი დღეა. შესაძლოა ყოველგვარ საქმეზე უარის თქმის სურვილიც კი გაგიჩნდეთ და ეს საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება იქნება თქვენი მხრიდან. კარგ დასვენებასთან ერთად, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებების აღებისაგანაც შეიკავეთ თავი. ეს სამომავლოდ, ბევრ გაუგებრობას აგაცილებთ. სერთოდ უმჯობესია, მნიშვნელოვანი გეგმების დასახვა, სამომავლოდ გადადოთ და დღევანდელი დღე მთლიანად განტვირთვას და საკუთარ ემოციებში გარკვევას დაუთმოთ.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

15 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 14-04-2012, 21:15, ნანახია: 689

15 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - აჯობებს თქვენს გულში დაგროვილი ემოციებისა და გრძნობების შესახებ, რომელთაც აქამდე, გარშემომყოფთაგან გულმოდგინედ მალავდით ვინმეს, თუნდაც საუკეთესო მეგობარს გაენდოთ. თქვენს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა გულით უნდა იმოქმედოთ და არა გონებით. აჯობებს იმპულსებს დაემორჩილოთ, რადგან ამ პერიოდში ბედი აშკარად განებივრებთ და თქვენი მხრიდან, ნებისმიერი სარისკო ქმედება გამართლებული იქნება. ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას ეხება. დროა საყვარელ ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ თქვენი გრძნობების შესახებ.

კურო - დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებიმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. მართალია დღის ბოლოს, შესაძლოა საკუთარ თავსაც ვერ აუხსნათ, სად ან რაში დახარჯეთ ამდენი ფული, მაგრამ ფინანსური საკითხები დღეს, თქვენთვის არც ისე მტკივნეული თემაა. მთავარია ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ და შეჩერება იქამდე მოასწროთ, სანამ მთელი თვის დანაზოგს გაატანდეთ ქარს.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews