horoskopi | ყოველდღიური ჰოროსკოპი

statusebi » horoskopi

Loading
 
სიახლეების სორტირება: თარიღის მიხედვით | პოპულარობა | ხილვადობის მიხედვით | კომენტარებით | ანბანის მიხედვით

14 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 13-04-2012, 19:36, ნანახია: 807

14 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღეს თქვენში გარშემომყოფთა დახმარების სურვილი იმდენად დიდია, რომ ამას თქვენთვის ჩვეული, კრიტიკული ტონის თანხლების გარეშეც კი გააკეთებთ. დღევანდელ დღეს, თქვენი ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი, ორგანიზატორული ნიჭი, დიდ სამსახურს გაგიწევთ, როგორც ოჯახში,ისე სამსახურში თანამშრომლებთან ურთიერთობისას ან ჯგუფთან მუშაობის შემთხვევაში. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ადვილი საქმე იქნება და სავარაუდოდ ბევრი ოფლის ღვრაც მოგიხდებათ, რადგან ერთბაშად, რამოდენიმე ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლის გაჩაღება.

კურო - პლანეტების განლაგება, დღეს ერთობ წარმატებულ დღეს გიქადით. ეჭვი ნუ შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, პროფესიონალიზმსა და მომხიბვლელობაში. დღეს შეგიძლიათ თამამდ შეუდგეთ საქმიან სფეროში, ახალი წინადადებების განხილვას, გავლენიანი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებას ან ძველი, აქამდე გადადებული საქმეების დასრულებას. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. ამას გარდა, დღევანდელი დღე იმის შესაძლებლობასაც გაძლევთ, საზოგადოების თვალში სტატუსი აიმაღლოთ და საყვარელ ადამიანთან დაათბოთ ან უფრო გაამყაროთ ურთიერთობა.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

13 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano დღე 13-04-2012, 13:17, ნანახია: 338

13 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - წინ საკმაოდ რთული დღე გელოდებათ. განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი, კანონისა და ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებთნ კონფლიქტში ჩაბმისაგან. ამასთან დღევანდელ დღეს, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ რაიმე სახის, ფინანსური მაქინაციის მსხვერპლიც გახდეთ. ნურც საქმიან მივლინებებს დაგეგმავთ. მომავალში, შეუსრულებელმა ვალდებულებებმა, შესაძლოა თქვენი პიროვნების მიმართ საზოგადოების გაუცხოება გამოიწვიოს.

კურო - დრო დადგა თქვენი ნაცნობ-მეგობრების წრე, ახალი ადამიანებით გააფართოვოთ. მით უმეტეს, რომ დღეს ვარსკვლავები, ერთობ პერსპექტიული და მომგებიანი ნაცნობობის დაწყებას გპირდებიან. ამას გარდა შესაძლოა, საღამოს განწყობა ძველი, დიდი ხნის უნახავი მეგობრის ნახვამ ან მოულოდნელად მიღებულმა საჩუქარმაც გაგიუმჯობესოთ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად და სპორტული აქტივობისათვის.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ავტორი: levan დღე 12-04-2012, 03:54, ნანახია: 575

წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის 0
აღმოსავლური ჰოროსკოპით 2012 – დრაკონის წელია.

ტრადიციულად ამ ნიშნის წელიწადს წარმატებულს უწოდებენ. მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებულად წარმატებულია ის ქორწინებისთვის, ბავშვის გაჩენისთვის, უკვე მოქმედი ბიზნესისთვის და ახალი საქმიანი წამოწყებისთვის.

ეს დიდი ენთუზიაზმის და ენერგიის, ოპტიმიზმისა და საკუთარ თავში მაღალი რწმენის პერიოდია. ამ წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოვლენათა ფანტასტიკური სცენარებით განვითარება, რაც განსაკუთრებულად გაახარებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს.

დრაკონისთვის ყოვლად მიუღებელია გაუბედაობა. ის მიჩვეულია განსაკუთრებული მოფრთხილების გარეშე ექსპანსიურ მოძრაობასა და წინსვლას. ასეთ წლებში შედარებით უფრო ადვილად შესაძლებელია ფულის შოვნა, მაგრამ მათი ხარჯვაც უფრო მასშტაბურია.

ახალ წამოწყებებს დრაკონი წარმატებას პირდება და თუ გაგაჩნიათ რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ამბიციები, გრანდიოზული გეგმები ან პროექტები უყოყმანოთ დაიწყეთ მათი განხორციელება. გაუმართლებლად სარისკო ავანტიურებში გადავარდნა მაინც არ არის სასურველი, უმჯობესია დასახოთ პრაქტიკული და განხორციელებადი მიზნები. საჭირო ძალისხმევას უდიდესი წარმატების მოტანა შეუძლია. უნდა იმოქმედო სწრაფად, არ იჩქარებ და შენ იღბლიან შანსს სხვა გამოიყენებს.

კატეგორია horoskopi

 

12 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 12-04-2012, 03:45, ნანახია: 460

12 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღეს სამსახურში ძალიან დატვირთული დღე გელით. ეცადეთ ენერგია საღამოსთვის შემოინახოთ, რადგან მოსალოდნელია მოგიწიოთ წვეულებაზე წასვლა, სადაც კარგ დროს გაატარებთ.

კურო - ეს დღე დაიტვირთება სასიყვარულო განცდებით, რომანტიკული შეხვედრებითა და სხვადასხვა თავგადასავლით. მოგეცემათ განმარტოებისა და საკუთარი მოქმედების ანალიზის საშუალებაც. მოსალოდნელია, რამე შეიცვალოს თქვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში. თუ არსებული გარიგებები სხვადასხვა მიზეზის გამო არ იძლეოდა დადებით ეფექტს ან, საერთოდ, გადადებული გქონდათ, იგი რეალიზაციას დღეს ჰპოვებს.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

9 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano დღე 8-04-2012, 15:23, ნანახია: 2133

9 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღისით შეხვდით სანდო ადამიანებს. მათ გაუზიარეთ ფარული ეჭვები, რადგან ისინი არ დაგცინებენ ან გიღალატებენ. შესაძლოა საიდუმლოს გახსნა. დღის ბოლოს შეხვდებით უწესრიგობას ან მიიღებთ დეზინფორმაციას შორიდნა. თქვენი წარმოდგენა უცხო ჩვევების შესახებ მეტად იდეალისტური იქნება. თავი შეიკავეთ უცხოელებთან ან ჩამოსულებთან საქმის დაჭერისგან

კურო - დილის და დღის საათები ხელსაყრელია პირადული მოლაპარაკების, მოკლე მოგზაურობის, მოსაზრებების გაცვლისთვის. პარტნიორს გაუზიარებთ ფარულ გრძნობებს ან საიდუმლო ინფორმაციას. საღამოსკენ სიტუაცია მეტად ცვალებადი და მოულოდნელი გახდება, ხშირად გიმტყუნებთ გათვლები და მოლოდინი. არ დაუშვათ მცირე ხარვეზები, რადგან მათ კრიტიკული შედეგები .

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

8 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 7-04-2012, 15:12, ნანახია: 878

8 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - საკმარისი თანხა არ გექნებათ ცხოვრებით ტკბობის და სიამოვნების მიღებისთვის. მოგიწევთ ფინანსური ან სხვა სახის დახმარების მიღება სხვა ადამიანებისგან. მეტად მნიშვნელოვანი იქნება მძაფრი განცდების და გრძნობითი სიამოვნების მიღება. გაგიჩნდებათ ფუფუნებისკენ სწრაფვა.

კურო - დღეს აქტუალური იქნება ოქროს შუალედის მოძებნა, განსაკუთრებით სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. ურთიერთგაგებას ზიანს მოუტანს ჭარბი ამბიციურობა, მომთხოვნელობა, ქედმაღლობა, ავტორიტარიზმი. შეუფერებელი დროა ორივე მხრიდან ზედმეტი მგრძნობიარობის, სენტიმანტალურობის, რელიგიურობის, სიუხვის გამოჩენისთვის. გამორჩეულობისკენ ნუ ისწრაფვით, ასევე არ დათრგუნოთ ადამიანები ზრუნვით და მეურვეობით.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

7 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 6-04-2012, 14:29, ნანახია: 917

7 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - საღამომდე შეხვდებით წინააღმდეგობას, რომელიც თავისუფლებას შეგიზღუდავთ. ეს შესაძლოა იყოს საჭირო ადამიანის არყოფნა, სიმკაცრე ან მეუღლის დაკავებულობა, საზოგადოებაში მიღებული რაიმე მკაცრი წესების და ნორმების გავლენა. დღის ბოლოს საინტერესო ადამიანები თქვენთან უფრო თბილ ურთიერთობას დაამყარებენ.

კურო - დღე დაიწყეთ აუცილებელი პროცედურებით, ასევე დასვენების დღის ორგანიზებით. ამგვარად საღამოს გათავისუფლდებით და თავისუფლად და სასიამოვნოდ გაატარებთ დროს ახლობლების წრეში. დღის ბოლო შესანიშნავად ჩაივლის საყვარელი ადამიანის გარემოცვაში, ამასთან ურთიერთობას გაამყარებს ერთმანეთისკენ ლტოლვა.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

6 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: levan დღე 5-04-2012, 14:15, ნანახია: 969

6 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 1
ვერძი - დღეს დიალოგის შედეგი დამოკიდებულია თქვენ მართებულ საქციელზე. თანამოსაუბრეს უმტყუნებს ჩვეული სიმშვიდე და ის აღარ დაგითმობთ. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა დაუთმოთ, რათა მოგებული დარჩეს ერთობლივი საქმე. ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში კამათის საგანი გახდება ინტიმური ცხოვრება, ხოლო პროფესიულ ურთიერთობაში კი ძალაუფლების და გავლენისთვის ბრძოლა.

კურო - დღეს დაგჭირდებათ ზომიერების გრძნობა, რომელსაც გიკარნახებთ გონება და გამოცდილება. დამატებით იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. მოერიდეთ არარეალური მიზნების დასახვას და რთული დავალების შესრულებას, ასევე მძაფრ კამათს პროფესიულ საკითხებზე.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

5 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: smart_maka დღე 5-04-2012, 11:47, ნანახია: 319

5 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღისით ყურადღება მიაქციეთ სხვა ადამიანების საქციელის და სიტყვების ფარულ მიზეზებს. დოკუმენტების და წერილების შესწავლისას ისწავლეთ სტრიქონებს შორის დაფარული აზრის კითხვა. დღეს დაიფარება კოლეგების ან ხელქვეითების მცირე ტყუილი. დღის ბოლოს მეუღლესთან ან საქმიან პარტნიორთან დიალოგი დაუგეგმავი მიმართულებით განვითარდება. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი სხვა ადამიანის მხრიდან.

კურო - დღეს ადვილად გააკეთებთ ორიენტირებას ცვალებად გარემოში. პრაქტიკულობას წარმატებულად შეუთავსებთ მოხერხებულობსა და საზრიანობას, ასევე შემოქმედებით აზროვნებას. შესანიშნავი დროა წვრილმანი დავალების მოგვარებისთვის. მოსალოდნელია ვერაგული საქციელი ბავშვის ან კოლეგის მხრიდან. საღამოს ხელსაყრელი პირობები იქმნება ორიგინალური მოდური ნივთების შეძენისთვის.

კატეგორია horoskopi

 

4 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano დღე 3-04-2012, 14:42, ნანახია: 1560

4 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 1
ვერძი - ძირითადი ყურადღება დაუთმეთ წვრილმანი, გადაუდებელი საქმეების შესრულებას, რომელიც ერთიან იდეასთან არის დაკავშირებული. ეს შესაძლოა იყოს საქმიანი მოლაპარაკება, მიმოწერა, გამაჯანსაღებელი ღონისძიება. ხელსაყრელი დროა სამსახურებრივი ვალდებულების შესრულებისთვის, რომელსაც თან სდევს ხელფასის მომატება. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს, რადგან სამომავლოდ თანხა მუდმივად დაგაკლდებათ.

კურო - დღეს წარმატება თან სდევს თქვენ წამოწყებას, უსიამოვნო სიტუაციიდანაც სარგებელს ნახავთ. ბავშვები და საყვარელი ადამიანი გაითვალისწინებენ ავტორიტეტულ მოსაზრებას. პრაქტიკულობას შეუთავსეთ გარკვეული სიმსუბუქე. შეიცვალეთ ყოველდღიური იმიჯი მოდური ტენდენციების გათვალისწინებით.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

3 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano დღე 3-04-2012, 08:16, ნანახია: 494

3 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - შემოქმედებითი გეგმების რეალიზებას და რომანტიკული ურთიერთობის მოგვარებას დაუთმეთ დღის საათები. საღამოს შემართება და სასიყვარულო ვნება შეუფერებელი იქნება. დღის ბოლოს გაგიჩნდებათ სასწრაფო საქმეები და გადაუდებელი ვალდებულება, რომლებიც დღის ბოლომდე უნდა მოაგვაროთ. ამასთან უცხო ადამიანების დახმარების გარეშე, რადგან სხვა ადამიანების სიბრალული და თანაგრძნობა დათვურ სამსახურს გაგიწევთ..

კურო - ნაკლებად შესაფერისი დღეა ახალი სტრატეგიის არჩევისთვის, საღამომდე ჩიხში და დაბნეული იქნებით, ვერ გაერკვევით, რომელი მიმართულებით იმოქმედოთ. მსგავსი მდგომარეობა გამოწვეული იქნება ოჯახურ ან პირადულ საქმეებში მომხდარი ცვლილებით. საღამოს არსებულ სიტუაციას განსხვავებულად შეხედეთ, მისი ცვლილების მცდელობისას კი აამოქმედეთ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული ან ფარული გზები.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 

2 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: dano დღე 1-04-2012, 14:22, ნანახია: 1116

2 აპრილის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის 0
ვერძი - დღეს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმანებს, რადგან ისინი ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია არ დაკარგოთ კრეატიული ენერგია და ის სწორი მიმართულებით მიმართეთ. მოსალოდნელია შემოქმედებითი შემართება საინტერესო სფეროში, სადაც შეძლებთ ინდივიდუალურობის წარმოჩენას. დამატებითი ხარჯები ანაზღაურდება დიდებით და აღიარებით.

კურო - დღეს შეგიძლიათ გადააბიჯოთ საკუთარი უფლებამოსილების ზღვარს, თუ თქვენი ჩანაფიქრი კეთილშობილური იქნება. გაგიჩნდებათ ჭარბი სენტიმენტალიზმი, გაიზრდება მადა, მატერიალური ან სოციალური მოთხოვნილება. მოერიდეთ საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას და ზედმეტ ამბიციურობას, ღირსების შელახვას მეტად მგრძნობიარედ ნუ აღიქვამთ. გარშემომყოფებს თქვენ მოსაზრებებს ნუ მოახვევთ თავს.

დანარჩენები სრულადში.

კატეგორია horoskopi

 
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews