gozinayis momzadeba / გოზინაყის მომზადება » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » kulinaria » gozinayis momzadeba / გოზინაყის მომზადება

Loading
 

gozinayis momzadeba / გოზინაყის მომზადება

ავტორი: levan თარიღი 25-12-2011, 13:40, ნანახია: 1066

გაზიარება
2 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

gozinayis momzadeba / გოზინაყის მომზადება

gozinayis momzadeba / გოზინაყის მომზადება


ქვემოთ შეგიძლიათ წაიკითხოთ გოზინაყის მომზადების წესი. დამწყები კულინარიებისთვის შესანიშნავი იქნება. ყველაფერი ძალიან გასაგებად და მარტივადაა ახსნილი, დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავი გოზინაყი გამოგივათ.


შემადგენლობა
ნიგოზი - 1 კგ
თაფლი - 600 გრ (ღია ფერის)
შაქარი - 2-3 ჩ/კ


მომზადება
ახლოვდება ახალი წელი.
ახალი წლის სუფრა წარმოუდგენელია გოზინაყის გარეშე.
გთავაზობთ გოზინაყის რეცეპტს.
ავიღოთ ღია ფერის მსხვილი ნიგოზი. იმისათვის, რომ გოზინაყი გამოვიდეს ღია ფერის , საჭიროა მოვაცალოთ ნიგოზს კანი. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია. თუ გვინდა რომ ნიგოზი ადვილად გაიფცქვნას, დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 2 წუთი და მერე დავასხათ ცივი წყალი. მაგრამ ამ შემთხვევაში მას ეცვლება გემო. გაფცქვნის შემდეგ დავჭრათ ნიგოზი.

gozinayis momzadeba / გოზინაყის მომზადება


დავყაროთ ნიგოზი გაცხელებულ თუჯის ტაფაზე და შევწვათ დაბალ ცეცხლზე, თან ვურიოთ.

gozinayis momzadeba / გოზინაყის მომზადება


გადმოვყაროთ ნიგოზი ტაფიდან.
ტაფაზე დავასხათ თაფლი, ჩავყაროთ 2 ჩ/კ შქარი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივად ვურიოთ.

gozinayis momzadeba / გოზინაყის მომზადება



როცა თაფლი გათხელდება და დაიწყებს დუღილს, გადმოვდგათ და გავაგრძელოთ მორევა სანამ არ გაცივდება.
ასე გავიმეოროთ 3-ჯერ.

gozinayis momzadeba / გოზინაყის მომზადება


მესამედ გაცივების შემდეგ თაფლი ისევ დავდგათ ცეცხლზე და დავაყაროთ ნიგოზი. კარგად ავურიოთ ერთმანეთში და გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი.

gozinayis momzadeba / გოზინაყის მომზადება


ჩვენ წინასწარ უნდა გვქონდეს მომზადებული დაფა. დავასველოთ ის წყლით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გოზინაყი ადვილად მოძვრეს დაფიდან. გადმოვიღოთ ტაფიდან თაფლში არეული ნიგოზი, დავდოთ სველ დაფაზე და დავიწყოთ გაბრტყელება ცომის სველი გასაბრტყელებლით. თავიდან ადვილი გასაბრტყელებელია, სანამ თაფლი არ გასქელდება. ამიტომ საჭიროა მალე გავაბრტყელოთ, რომ თაფლი არ გაგვიცივდეს.
გავაბრტყელოთ ოთხკუთხედის ფორმაზე.
ცოტა დავაცადოთ გაცივება და დავჭრათ რომბებად.

gozinayis momzadeba / გოზინაყის მომზადება


დავაწყოთ თეფშებზე.
გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: kulinaria

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
  • სკაიპი: londa_chaginashvili
6 იანვარი 2012 00:03

Lo

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 5.01.2012
 
au minda winked

Lo,

<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
  • სკაიპი: --
17 თებერვალი 2012 15:59

gogia

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 16.02.2012
 
გოზინაყი: მაგარია, ტკბილია, და გემბრიელი, მაგრამ ძაან ცოტა სჭამე არდაგმართოს დიაბეტი

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews