საცივის მომზადება statusebi.org-ზე

statusebi » kulinaria » საცივის მომზადება

Loading
 

საცივის მომზადება

ავტორი: levan თარიღი 20-01-2012, 19:53, ნანახია: 1233

გაზიარება
1 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

საცივის მომზადება

საცივის მომზადება / sacivis momzadeba


ქვემოთ შეგიძლიათ წაიკითხოთ, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ საცივი. ყველაფერი ძალიან მარტივადაა ახსნილი, დარწმუნებული ვარ ყველა გაიგებთ და აუცილებლად გამოგივათ უგემრიელესი საცივი. ქვემოთ ჩამოთვლილია ინდეგრიენტებიც.


მასალა:

ინდაური ან ქათამი;

ნიგოზი - 500 გ;

ხახვი - 4-5 თავი;

ზაფრანა - 2 ჩაის კოვზი;

უცხო სუნელი - 4 ჩაის კოვზი;

ხმელი ქინძი - 2 ჩაის კოვზი;

მიხაკი - 3-4 ცალი;

დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი;

ნიორი - 4 კბილი;

ძმარი - 1 სუფრის კოვზი;

ნახარშის წვენი - 10 ჩაის ჭიქა;

მარილი, წიწაკა - გემოვნებით.

მოზადება:

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ჩადეთ ქვაბში, დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და ნახევრად მოხარშეთ.

ამოიღეთ თუნუქის ფურცელზე და შედგით ღუმელში შესაწვავად.

ბულიონს მოხადოეთ ცხიმი და მასში მოშუშეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი. შუშვის დროს დაამატეთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი, თან ურიეთ, რომ არ დაიწვას.როცა ოდნავ შევარდისფერდება, ჩაასხით ბულიონში.

ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ. ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) კარგად დანაყეთ მარილთან ერთად, მასთან ერთად დანაყეთ ნიორიც, აურიეთ ნიგოზში და ხელით დასრისეთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოხდით.

ნიგოზთან ერთად ცალკე დანაყეთ უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძის მარცვლები, წიწაკა.

ყველაფერი ეს გახსენით თბილ ბულიონში, კარგად მოურიეთ, გაატარეთ საცერში და დადგით ნელ ცეცხლზე მოსახარშად.

ორი კვერცხის გული აურიეთ 1 სუფრის კოვზ ძმარში და როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩაასხით, თან ურიეთ, რომ არ აიჭრას.

ადუღებამდე ჩააწყეთ ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური ან ქათამი და წამოდუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან.

როცა საცივი მზად იქნება, გადაიღეთ სპეციალურ ჭურჭელში და სუფრასთან მიტანის წინ მოასხით ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.


საცივის მომზადება

კატეგორია: kulinaria

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
  • სკაიპი: --
18 თებერვალი 2012 09:16

gogia

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 16.02.2012
 
ზევით გახედეთ რაარის საცივი არის სურათზე თუ რამე დაალაიქოთ ქე შეუკვეთეთ სუფრაზე

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews