ხვალის (20 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის » Statusebi | სტატუსები

statusebi.org - სტატუსები, statusebi, horoskopi » horoskopi » ხვალის (20 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

 

ხვალის (20 იანვრის) ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსთვის

ავტორი: qartuli თარიღი 19-01-2012, 23:43, ნანახია: 399

გაზიარება
0



ვერძი - დღეს არსებობს კოლეგებთან და ხელქვეითებთან კამათის ალბათობა, ასევე დაავადების გამწვავების და საწარმოო ტრავმების რისკი. წვრილმანი მარცხი და კამათი თქვენ განწყობას საბოლოოდ ვერ გააფუჭებს. რამდენიმე სამწუხარო მარცხის შემდეგ ყველაფერი დადებითად დასრულდება. განახორციელეთ კიდევ ერთი საბოლოო ძალისხმევა და მიიღებთ მოსალოდნელ შედეგებს.

კურო - საკუთარ მიზნებს მიაღწევთ, თუ გამოიჩენთ ძალისხმევას და დაძლევთ რიგ პრობლემებს. მოიმატებს ტექნიკური ხარვეზების, ფინანსური და იდეოლოგიური უთანხმოების ალბათობა. გამოიჩინეთ სიფრთხილე უცხოელებთან, საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას. საყვარელი ადამიანი მხრიდან კრიტიკას განაპირობებს სექსუალურ სფეროში საერთო ენის გამონახვის უუნარობა.

ტყუპები - თქვენი შეშფოთების მიზეზი გახდება როგორც პროფესიული კავშირები, ასევე ახლობლებთან ურთიერთობა. დღის განმავლობაში მოძებნით კომპრომისებს. თუმცა გადატანილი განცდები გააუარესებს თქვენ განწყობას ან გამოიწვევს მარცხს საქმეებში. ოჯახურ ან ცოლ-ქმრულ კამათს მეტად მტკივნეულად განიცდით. ეცადეთ ნაკლებად მწვავე რეაქცია გქონდეთ სხვების აგრესიაზე, ყოფით, სამსახურებრივ და ტექნიკურ პრობლემებზე.

კირჩხიბი - მოიმატებს გადაღლილობის და ცუდი განწყობის რისკი, შესაძლოა დაავადების გამწვავებაც. მოერიდეთ ტრავმებს, მოწამვლას, წამლების არასწორად გამოყენებას, ასევე ცხოველებისგან გაკაწვრას. მკურნალობის პროცესი მტკივნეული იქნება. ნებისმიერი საქმიანობისას გაითვალისწინეთ უსაფრთხოების წესები. შეადგინეთ მოქმედების გეგმა, რათა მიზნისკენ ბარიერის გარეშე იმოძრაოთ.

ლომი - დღეს ზედმეტი ენთუზიაზმი საზიანო იქნება ნებისმიერ მიმართულებაში. პროფესიულ სფეროში აიღეთ ხანმოკლე ტაიმ-აუტი, წინასწარ დაასრულეთ არსებული საქმეები. ბავშვები მოულოდნელად გამოიჩენენ ჟინიანობას. ინტიმური ურთიერთობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან პარტნიორს უფრო მეტი გამაღიზიანებელი ნაკლი ექნება, ვიდრე სასიამოვნო ღირსება.

ქალწული - მკვეთრად მოიმატებს ტრავმების, მოწამვლის, ყოფითი ხარვეზების, სექსუალური პრობლემების ალბათობა, ასევე შინაურებთან, უცხოელებთან ან შორეულ ნათესავებთან კამათის რისკი. უცხოეთში გამგზავრებისას პრობლემები შეგექმნებათ თანამემამულეებთან ურთიერთობისას. გააკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და მოქმედება. უკიდურესი აუცილებლობის გარეშე მოერიდეთ საკუთარ მოსაზრებების ან ყოფითი უფლებების დასაცავად ბრძოლას, ასევე ახალი საქმეების დაწყებას.

სასწორი - დღეს სავსებით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი უსიამოვნება, თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას, ასევე მტკიცედ დაიცავთ წესების გამოცდილ სისტემას. გარშემომყოფებთან უთანხმოება ცვალებადი ხასიათის იქნება, თუმცა შესაძლოა ღია კონფლიქტში გადაიზარდოს. ნუ აყვებით წუთიერ განცდებს და მოერიდეთ სხვების პრობლემებში ჩაფლობას.

ღრიანკალი - თქვენი ფინანსური და საქმიანი პროექტების სრულ უსაფრთხოებაში იქნება, თუ წინასწარ იზრუნებთ საკუთარი რესურსების დაცულობაზე. უკეთესი იქნება შეუხებელი მარაგის შექმნაც. ამ დროს ხელსაყრელი იქნება მხოლოდ დაგეგმილი საყილდები. ამა თუ იმ წვრილმანებზე ფულის დახარჯვის სპონტანური სურვილი ჩანასახშივე ჩაახშეთ.

მშვილდოსანი - დღეს არსებობს სულიერი ან ფიზიკური დისკომფორტის საფრთხე, რასაც გამოიწვევს ავადმყოფობა, გადაღლილობა, სამსახურებრივი ან ოჯახური პრობლემები. ეცადეთ კარგად გააკონტროლოთ წუთიერი განცდები, აკურატულად გამოიყენეთ ინსტრუმენტები და ტექნიკა. საქმიან სფეროში გამოიყენეთ მოქნილი ტაქტიკა, ერთმანეთს შეათავსეთ მუშაობა და დასვენება. პროფესიული საკითხებში კი შეათავსეთ პრინციპულობა და მოთმინება.

თხის რქა - შეუფერებელი დღეა ახალი წამოწყებებისთვის, რადგან კარგად ვერ ხედავთ მომავალ პერსპექტივას არსებული პრობლემების გამო. ნუ ეცდებით ჯიუტად მიიღოთ სარგებელი ხელიდან გაშვებული შანსებიდან, თუმცა გეგმების დასახვასაც ნუ იჩქარებთ. შეამცირეთ დატვირთვა, თავი შეიკავეთ უცხოელებთან მჭიდრო ურთიერთობისგან, მოერიდეთ აგრესიულ გარემოცვას, ნაკლებად მიიღეთ მონაწილეობა სხვა ადამიანების ამოცანების შესრულებაში.

მერწყული - დღეს გამოირჩევით მყარი ფსიქიკით და პრინციპებით. ნაკლებად გაწონასწორებულ ადამიანებს მიიზიდავს თქვენი სიმშვიდე და დადებითი შედეგების რწმენა. შინაგანი სტაბილურობის დარღვევა მხოლოდ თქვენი ფარული ან ცხადი თანხმობით იქნება შესაძლებელი. მაგ. შეგაწუხებთ რაიმე დაავადება, მომსახურე პერსონალის უხეშობა, იმედს გაგიცრუვებთ საუკეთესო მეგობართან კამათი.

თევზები - თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან, კლიენტთან, კოლეგასთან, შეფთან მშვიდად ჩაივლის. თუ თქვენი თანამოსაუბრე ვერ აკონტროლებთ ემოციებს, კამათი არაფრის გამო დაიწყება. მტრობის, ახირების და შეჯიბრის ატმოსფერო თქვენთვის ნაკლებად კომფორტული იქნება. უარი თქვით ახალ ინიციატივებზე, აგრესიულ ადამიანებთან შეხვედრაზე. მოერიდეთ ტრავმებს, სტრესებს, გადაღლილობას.

კატეგორია: horoskopi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.