ლექსები დედაზე statusebi.org

statusebi » leqsebi » leqsebi dedaze / ლექსები დედაზე

Loading
 

leqsebi dedaze / ლექსები დედაზე

ავტორი: levan თარიღი 1-03-2012, 14:21, ნანახია: 2264

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

leqsebi dedaze / ლექსები დედაზე

leqsebi dedaze / ლექსები დედაზე


როს „არას“ ნაცვლად – ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.

ახლა, – ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.

leqsebi dedaze / ლექსები დედაზე

კატეგორია: leqsebi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews