3 მარტის ლექსები statusebi.org

statusebi » leqsebi » 3 martis leqsebi / 3 მარტის ლექსები

Loading
 

3 martis leqsebi / 3 მარტის ლექსები

ავტორი: levan თარიღი 2-03-2012, 14:06, ნანახია: 637

გაზიარება
1 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

3 martis leqsebi / 3 მარტის ლექსები

3 martis leqsebi / 3 მარტის ლექსები


შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს,
დახარე თავი ყველა ცოდვაზე.
მინდა ბოდიში რომ მოგიხადო.
ბოდიში, მე ჩემს ყველა ბოდვაზე.

იტანდი ყველა შესამჩნევ ტყუილს,
იტანდი ზიზღით აღსავსე სიტყვებს.
როგორ არ მინდა ვიფიქრო ასე
ვერ გავექეცი შემზარავ ფიქრებს.

შენ მე მასწავლე ის სიყვარული
რომლითაც ახლა სხვა უნდა ვათბო
ვიცოცხლო მისთვის, ვისუნთქო მისებრ
და თუნდაც მისთვის სიცოცხლე დავთმო.

რამდენჯერ ცრემლით ბალიში სულ მთლად
დასველებული გქონია მალვით
მე ახლა ვნანობ, მე ახლა ვხვდები
შენს კალთას უნდა ვემთხვიო კრძალვით.

გინდოდა ჩემში ვარდების კრეფა.
ყველა იმედის ახდენა გსურდა
მაგრამ მე თვითონ ჩემს სულში ჩუმად
დასახლებული დემონი მძულდა.

გულგატეხილი აღსავსე დარდით
თვალებს გიწვავენ ცხელი ცრემლები
გინდა უსიტყვოდ გულში ჩამიკრა
მომხვიო შენი თბილი ხელები.

შენ ხომ ყველა დღეს ჩემით იწყებდი
ლოცვით ირჩენდი გულის იარებს
წუთისოფლისგან ფეხქვეშ თელილი
სწორ გზაზე ვინღა მომატრიალებს ?

დავკარგე ძალა, გამიქრა სითბო,
ვიცი, ჩაგიქრე ყველა ღიმილი.
ამ თვითმკვლელობით მე მოგაყენე
უკანასკნელი, მძიმე ტკივილი.

3 martis leqsebi / 3 მარტის ლექსები

კატეგორია: leqsebi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
  • სკაიპი: --
2 მარტი 2012 14:39

anka

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 7.01.2012
 
magadia

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews