სარვამარტო ლექსი statusebi.org

statusebi » leqsebi » sarvamarto leqsi / სარვამარტო ლექსი

Loading
 

sarvamarto leqsi / სარვამარტო ლექსი

ავტორი: levan თარიღი 4-03-2012, 12:49, ნანახია: 1039

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

sarvamarto leqsi / სარვამარტო ლექსი

sarvamarto leqsi / სარვამარტო ლექსი


ქალის დალოცვა ეყოფოდა მთლიან სამყაროს!

უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი... ქალმა სამყარო,
ქალი დედაა... ამ სამოთხის მაცოცხლებელი
უნდა შეკრიბო ყველა ქალი, უნდა შეჰყარო
და დაუჩოქო, ბავშვია თუ უკვე ბებერი.

მაშ ვის დაუდგეთ მუხლის ჩოქზე თუ არა ქალებს,
მაშ ვის დავუნთებს მაჯისიმსხო თაფლის კელაპტრებს,
თუ არა ქალი, ამ სამყაროს ვინ გაახარებს,
ქალი თუ არა... არსებობას ღმერთს ვინ შენატრებს.

ყველა ბრძენი და მეცნიერი ქალმა დაბადა,
ქალმა დაბადა ყველა მონა... ყველა ბატონი,
ქალმა შვა ყველა სულიერი... ყველა დამბლა და...
ყველა ძლიერი...ამა ქვეყნის ბატონ-პატრონი.

კაცის ძლიერ მკლავს ემონება შექმნილა რაც კი,
კაცსა მორჩილებს ყველა ქალი, როგორც გულის ტყვე
სამაგიეროდ ქალმა შექმნა სუყველა კაცი,
ქალმა დაბადა ქვეყნად ყველა დაბადების დღე.

კაცის სულშია შემალული ომი და ხოცვა
ქალი კი ცდილობს ბედის გზაზე ვარდი დაჰყაროს,
მამაკაცებო! რომც არა სთქვათ არცერთი ლოცვა,
ქალის დალოცვა ეყოფოდა მთლიან სამყაროს!

sarvamarto leqsi / სარვამარტო ლექსი

კატეგორია: leqsebi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews