ვნებათა აგონია statusebi.org

statusebi » leqsebi » ვნებათა აგონია

Loading
 

ვნებათა აგონია

ავტორი: chaduneli თარიღი 3-04-2012, 13:28, ნანახია: 709

გაზიარება
3 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ვნებათა აგონია

მე ვეთაყვანე, შენს უგონო ყოველ საქციელს.
შენმა მშვენებამ თვალებს ნისლი შემოახვიეს,
ვერ შევამჩნიე, რად ვიქეცი, რად გადმაქციე,
ნება მიეცი, შიშველ მუზებს, ანც ფანტაზიებს...

შენ სამუდამოდ მიმატოვე, ზურგი მაქციე,
ტანჯულთა მეფედ და პოეტად გადამაქციე...
ჩემში ვებრძოდი, ბოროტ ვნებებს, შავბნელ მაქციებს,
ისე მიმაგდე, ყურადღებაც არ მომაქციე.

შენ ჩემი გრძნობის და ვედრების აღარ იწამე,
შენ სიყვარული დიად ცოდვად მე ჩამითვალე.
თუ უშენობა მიწერია შავბნელ ყოფაში,
სჯობს, აქვე სული მე ამომხდეს, შენზე ბოდვაში!

განსასვენებელ ზიარების ბოლო წამებში,
სანამ კუბოთი ჩამიტანან მე სამარეში,
იქნებ, იქ მაინც მომეფერო ნაზი ალერსით.
არა ცრემლები! მხოლოდ სითბო, მხოლოდ ალერსი...

კატეგორია: leqsebi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 3
  • სკაიპი: --
3 აპრილი 2012 14:03

chaduneli

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 3.04.2012
 
კიდევ დავდე სიახლეები და თუ შეიძლება გამომიქვეყნოთ :)

<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
  • სკაიპი: --
4 აპრილი 2012 21:58

makika

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 5.04.2012
 
magariaaaaa

<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
  • სკაიპი: --
25 აპრილი 2012 14:05

miqia

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 25.04.2012
 
http://www.youtube.com/watch?v=t4A4KxYkS-w&feature=plcp&context=C4c4b557VDvjVQa1
PpcFOqY1pvISFQUPJC6Qc2uTX9aLhFqecUTR4%3D

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews