აღარ მიყვარხარ...

statusebi » leqsebi » აღარ მიყვარხარ...

Loading
 

აღარ მიყვარხარ...

ავტორი: mari99 თარიღი 1-05-2012, 21:33, ნანახია: 368

გაზიარება
1 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

აღარ მიყვარხარ...

გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი

კატეგორია: leqsebi

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
  • სკაიპი: tamo1521
12 მაი 2012 09:29

wiwaka

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 12.05.2012
 
როცა ფიქრები დუმს
და სულერთია, როცა...
იცი რა უნდა, გულს...
და მაინც, გამჩენს ლოცავ...

როცა დღეები დუმს,
დროს ელოდები, როცა...
როცა, ვიღაცა გძულს...
და მაინც, იმას ლოცავ...

როცა წარსული დუმს
და გენატრება, როცა...
ვერცხლებად ჰყიდი სულს
და მაინც, იწყებ ლოცვას...

როცა სიჩუმე დუმს,
დროს უშენობა ათოვს...
როცა ფიქრები დუღს...
და მაინც, ლოცვა გათბობს...

როცა გულები დუმს
და ეს გაშინებს, როცა...
როცა გაფრენა გსურს
და მაინც, გიწევს მოცდა...

როცა გიყვარს და დუმს...
უფალს ავედრებ, როცა...
სიჩუმე გიღრღნის სულს
და მაინც, იწყებ ლოცვას...

როცა სამყარო დუმს...
თითქოს დამთავრდა, მორჩა...
ისევ მოვუსმენ გულს...
ისევ დავიწყებ ლოცვას...

ვიცი, რომ ჩემთან გსურს
არადა, თითქოს შორს ხარ...
ახლა, წუთებიც დუმს...
და მაინც, ჩემთან მოხვალ...

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews