leqsebi | ლექსები

statusebi » leqsebi

Loading
 
სიახლეების სორტირება: თარიღის მიხედვით | პოპულარობა | ხილვადობის მიხედვით | კომენტარებით | ანბანის მიხედვით

magari ucenzuro shairebi | მაგარი უცენზურო შაირები

ავტორი: levan დღე 12-03-2012, 05:22, ნანახია: 1702

magari ucenzuro shairebi | მაგარი უცენზურო შაირები 0


მე ძილის წინ ვხეხავ ნინოს,
კაეფში, რომ დამეძინოს.
* * *

გოგოა, როგორც ფერია,
შიბლა ხელში არ ჭერია.
* * *

ბიჭებში ფასობს კაცობით,
ქალებში დიდი საცობით.


დანარჩენები სრულადში

კატეგორია leqsebi, porno

 

leqsebi 8 martze / ლექსები 8 მარტზე

ავტორი: levan დღე 8-03-2012, 03:06, ნანახია: 777

leqsebi 8 martze / ლექსები 8 მარტზე 1


კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.
ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით,
მადლი ხელის გულზე მოუყარეთ,
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ
თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა
ქალი ათასგვარად გადაგაქცევს
ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს
წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს.
ხოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ

კატეგორია leqsebi

 

8 martis leqsebi / 8 მარტის ლექსები

ავტორი: levan დღე 4-03-2012, 13:03, ნანახია: 2823

8 martis leqsebi / 8 მარტის ლექსები 2


"ია-ია დაგიკრიფეთ,
ლურჯთვალა და კოპწია,
რვა მარტი და გაზაფხული
ერთად მომილოცნია."

კატეგორია leqsebi

 

8 martis leqsi / 8 მარტის ლექსი

ავტორი: levan დღე 4-03-2012, 12:59, ნანახია: 1842

8 martis leqsi / 8 მარტის ლექსი 0


კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.
ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით,
მადლი ხელის გულზე მოუყარეთ,
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ
თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა
ქალი ათასგვარად გადაგაქცევს
ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს
წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს.
ხოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ

კატეგორია leqsebi

 

sarvamarto leqsebi / სარვამარტო ლექსები

ავტორი: levan დღე 4-03-2012, 12:54, ნანახია: 1237

sarvamarto leqsebi / სარვამარტო ლექსები 0


8 მარტს გილოცავ 8 ვარდით ხელში,
8 ასჯერ გეტყვი მიყვარხარ კარგო,
უზომოდ მინდა ეს წრფელი გრძნობა.
შენს ფაქიზ გულში სათუთად ჩავრგო…
8 ჯერ ჩავხედავ შენს ლამაზ თვალებს,
დავიკარგები უძირო ზღვაში,
მე შენ მიყვარხარ მინდაიცოდე
და არასოდეს არ გაგცვლი სხვაში…

კატეგორია leqsebi

 

sarvamarto leqsi / სარვამარტო ლექსი

ავტორი: levan დღე 4-03-2012, 12:49, ნანახია: 1036

sarvamarto leqsi / სარვამარტო ლექსი 0


ქალის დალოცვა ეყოფოდა მთლიან სამყაროს!

უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი... ქალმა სამყარო,
ქალი დედაა... ამ სამოთხის მაცოცხლებელი
უნდა შეკრიბო ყველა ქალი, უნდა შეჰყარო
და დაუჩოქო, ბავშვია თუ უკვე ბებერი.

მაშ ვის დაუდგეთ მუხლის ჩოქზე თუ არა ქალებს,
მაშ ვის დავუნთებს მაჯისიმსხო თაფლის კელაპტრებს,
თუ არა ქალი, ამ სამყაროს ვინ გაახარებს,
ქალი თუ არა... არსებობას ღმერთს ვინ შენატრებს.

კატეგორია leqsebi

 

intonaciuri leqsebi / მიშა ანდღულაძის ინტონაციური ლექსები

ავტორი: levan დღე 3-03-2012, 06:30, ნანახია: 1639

intonaciuri leqsebi / მიშა ანდღულაძის ინტონაციური ლექსები 3


ეს წუთია გავიღვიძე
მომივიდა მე მუზა,
ზღვაში თევზი გაწყვიტეს და
აწი ვჭამო მედუზა???
***
საღამომდე შემიძლია
აქ ლესები წერა,
სახლში საჭმელი არ მაქვს და
თითი ვწუწნო ცერა?!

***
სულ ლავაშს ნუ გაიძახი
ჭამე ცოტა მაწონი
სამას კილოს თუ აარტყავ
შენ გაგიძლებს საწოლი??!

კატეგორია leqsebi

 

misha andguladzis intonaciuri poezia / მიშა ანდღულაძის ინტონაციური პოეზია

ავტორი: levan დღე 3-03-2012, 06:25, ნანახია: 1514

misha andguladzis intonaciuri poezia / მიშა ანდღულაძის ინტონაციური პოეზია 1


ბაჟეს ჭამა მინდოდა
და შემხვდა ქათმის ფეხი
ცოტა მეტი ვერ იყიდეთ თქვენ დაგეცათ მეხი?!

რომ დარბიხარ ამ ყინვაში
ტიტველი და შიშველი
შენ თავს შენ თუ არ მიხედე
კეტანოლი გიშველიის? :))))

შაქარს კარგად არ გვიყრიან
ჩაიში და ფლავში
და ამისთვის ვიდექით ჩვენ
წვიმაში და ქარშიი?!

კატეგორია leqsebi, prikolebi

 

3 martis leqsi / 3 მარტის ლექსი

ავტორი: levan დღე 2-03-2012, 14:09, ნანახია: 760

3 martis leqsi / 3 მარტის ლექსი 1


ახლა გამახსენდა პატარაობა
როცა გავიგე დედის რაობა
ისიც გამახსენდა როგორ იტირე
როცა ცხოვრებაში პირველად გიყვირე
რამდენჯერ მაპატიე, რამდენჯერ შემინდე
ჩემგან დაფასებას ვერასდროს ეღირსე
ბევრჯერ აგატირე, ბევრჯერ გაგაბრაზე
და როგორც დედა არასდროს შეგაფასე
მესმოდა შენი გულის ჩუმი სინანული
მასზე ჩემი ფეხით უტიფრად სიარული
შენ დარიგებას მე ყურს ვარიდებდი
ჩემს თავს ტყუილზე დედას ვაფიცებდი
დედა მომიკვდესთქო ასე ვამტკიცებდი
შენზე ცუდის თქმასაც ბევრჯერ ვაპირებდი

კატეგორია leqsebi

 

3 martis leqsebi / 3 მარტის ლექსები

ავტორი: levan დღე 2-03-2012, 14:06, ნანახია: 629

3 martis leqsebi / 3 მარტის ლექსები 1


შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს,
დახარე თავი ყველა ცოდვაზე.
მინდა ბოდიში რომ მოგიხადო.
ბოდიში, მე ჩემს ყველა ბოდვაზე.

იტანდი ყველა შესამჩნევ ტყუილს,
იტანდი ზიზღით აღსავსე სიტყვებს.
როგორ არ მინდა ვიფიქრო ასე
ვერ გავექეცი შემზარავ ფიქრებს.

შენ მე მასწავლე ის სიყვარული
რომლითაც ახლა სხვა უნდა ვათბო
ვიცოცხლო მისთვის, ვისუნთქო მისებრ
და თუნდაც მისთვის სიცოცხლე დავთმო.

კატეგორია leqsebi

 

leqsi dedaze / ლექსი დედაზე

ავტორი: levan დღე 1-03-2012, 14:26, ნანახია: 1791

leqsi dedaze / ლექსი დედაზე 3


შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად

დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.

გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
თვალ-სევდიანი რომ ხარ,
შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თუკი მეორედ მოვალ.

უცებ ბავშვივით გადავიქცევი
როცა მომაპყრობ მზერას,
წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც
ბავშვის თვალებით ვხედავ.

იმედიანი დღე ხვალინდელი
ვინ გამითენოს ნეტავ?
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი
მაღლა-ღმერთი, აქ-დედა

კატეგორია leqsebi

 

leqsebi dedaze / ლექსები დედაზე

ავტორი: levan დღე 1-03-2012, 14:21, ნანახია: 2214

leqsebi dedaze / ლექსები დედაზე 0


როს „არას“ ნაცვლად – ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.

ახლა, – ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.

კატეგორია leqsebi

 
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews