qvitrebis gatamasheba | ქვითრების გათამაშება

statusebi » porno » qvitrebis gatamasheba

Loading
 

qvitrebis gatamasheba

ავტორი: levan თარიღი 19-04-2012, 13:52, ნანახია: 2314

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

qvitrebis gatamasheba

qvitrebis gatamasheba | ქვითრების გათამაშება


შემოსავლების სამსახური, ხვალ დილის 10 საათიდან, უპრეცედენტო გათამაშებას იწყებს. "ჩეკების გათამაშება" ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება და ერთ წელს გასტანს. მყიდველს, ნებისმიერი შესყიდვის დროს მიღებული ჩეკით, შეუძლია წამახალისებელი გათამაშების მონაწილე გახდეს.
გათამაშების მიმდინარეობის განმავლობაში, მოგების სახით, სულ 9 მილიონი ლარი გაიცემა.
„ჩეკების გათამაშებაში“ ჩართვისათვის საჭიროა ნებისმიერი შესყიდვის დროს მოითხოვოთ ჩეკი, ხოლო შემდეგ მარტივად გადაამოწმოთ, გახდით თუ არა იღბლიანი ქვითრის მფლობელი.

შემოსავლების სამსახურმა ჩეკების მომგებიანობის შემოწმების სამი მეთოდი შეიმუშავა. გათამაშების მონაწილეს შეუძლია, ისარგებლოს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე - www.rs.ge - ზე მოცემული სპეციალური ფორმით, ასევე გააგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილური ოპერატორების ( ჯეოსელი, მაგთი) დახმარებით და ისარგებლოს სწრაფი გადახდის აპარატებით ( TBC pay da NOVA).
მომგებიანობის გადასამოწმებლად, საჭიროა, ჩეკის ორი უნიკალური (ექვსნიშნა და რვანიშნა) კოდის შეყვანა ვებ - გვერდსა და სწრაფი გადახდის აპარატებში, სპეციალურად შექმნილ გრაფებში, ან კოდის გაგზავნა SMS - ით ნომერზე *200#. ორივე აღნიშნული კოდი 14 ციფრისგან შედგება.

მოგებული თანხის მიღება შესაძლებელია "ლიბერთი ბანკის", "კორსტანდარტ ბანკის", "პრივატ ბანკის" ან "ბაზის ბანკის" ნებისმიერ ფილიალში, მოგებიდან 30 დღის განმავლობაში.

10 000 და 50 000 ლარიანი მოგებები გაიცემა აღნიშნული ბანკების ცენტრალურ ფილიალებში. მომგებიანი ჩეკის მფლობელებმა, სავალდებულოა, თან იქონიოს ჩეკი და პირადობის მოწმობა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, 10 000 და 50 000 ლარიანი მოგებების მფლობელებს არ დაუკავდებათ საშემოსავლო გადასახადი. შესაბამის თანხას გადაიხდის თავად შემოსავლების სამსახური.

შემოსავლების სამსახურს, „ჩეკების გათამაშებაში“ პარტნიორობას, ზემოთ ჩამოთვლილ ბანკებთან ერთად, საქართველოს ლატარია გაუწევს. საქართველოს ლატარიამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც ხდება მომგებიანი ჩეკების გამოვლენა.

„ჩეკების გათამაშების“ პარალელურად, 18 აპრილიდან, იმუშავებს ცხელი ხაზი, ნომრით - 2 421 200. ასევე, გათამაშების განმავლობაში ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ მიიღოთ "ფეისბუქის" საშუალებით. ამ პროექტისთვის შექმნილი გვერდი, „ჩეკების გათამაშება“, ხვალიდან ამოქმედდება.

საზოგადოება "ჩეკების გათამაშების" ამსახველ ვიდეორგოლს, ხვალიდან, ტელევიზიის საშუალებით იხილავს.


qvitrebis gatamasheba

კატეგორია: porno

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews