gamogonebebi / გამოგონებები » statusebi | საუკეთესო სტატუსები

statusebi » საინტერესო » gamogonebebi / გამოგონებები

Loading
 

gamogonebebi / გამოგონებები

ავტორი: levan თარიღი 25-12-2011, 14:01, ნანახია: 402

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

gamogonebebi / გამოგონებები

gamogonebebi / გამოგონებები


გამოგონებები რომლებმაც ისტორია შეცვალეს. არის ისეთი ნივთები რომელიც ჩვენთვის განუყრელია და რომ არ გამოეგონებინა ვინმეს ძალიან უკან ვიქნებოდით დღევანდელთან შედარებით.


მობილური ტელეფონი
პირველი მობილური ტელეფონი მარტინ კუპერმა, კომპანია „მოტოროლაში“ 20–წლიანი მუშაობის შემდეგ გამოიგონა. პირველი ტელეფონის სახელწოდება „დინა–ტაკი“ იყო და 1,5 კილოგრამს იწონიდა. პირველი ზარი კი 1973 წლის 3 აპრილს განხორციელდა. დროთა განმავლობაში აღნიშნული ტექნიკა დაიხვეწა და დღეისათვის გვაქვს მობილური აპარატები, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია.

ტელევიზორი
პირველი ტელევიზორი დამზადდა 1934 წელს, გერმანიაში. შემდეგ გავრცელდა საფრანგეთში, ინგლისსა და ამერიკაში. თუმცა საყურადღებოა ფაქტი, რომ 1926 წელს ჯონ ლოგი ბეიერდმა მოახდინა ტელევიზორის „დემოსტრირება“ რომელიც არასრულფასოვანი იყო.

პერსონალური კომპიუტერი
1960 წელს მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა პირველი მინი კომპიუტერი, რომლის ფასი 120 000 აშშ დოლარი იყო. 1964 წლის, 1 მაისს შეიქმნა პროგრამირების ენა, რომლის ავტორებიც ჯონ კემენი და ტომას კურტცი იყვნენ. 1968 წლის 4 ოქტომბერს კი სრულად აღჭურვილი პერსონალური კომპიუტერი გამოჩნდა. ბილ გეითსისა და კომპანია „მაიკროსოფტის“ წყალობით კი კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა დღითიდღე ვითარდება.

ავტომობილი
პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი, რომლის მიხედვითაც თვლები უნდა ემოძრავებინა წინასწარშეკუმშულ ზამბარას. თუმცა ეს პროექტი თავის დროზე არ განხორციელდა. ნელ–ნელა და ვინჩის იდეა ხორცს ისხამდა.

1890 წელს ემილ ლევასორი და არმანდ პეჟომ პირველად დაიწყეს ავტომობილების წარმოება, რომლებიც იყენებდნენ დაიმლერის ძრავებს. 1892 წელს რუდოლფ დიზელმა დააპატენტა ახალი ტიპის ძრავა, რომელიც მუშაობდა დიზელზე, ხოლო 1897 წელს მან ააწყო პირველი დიზელზე მომუშავე ძრავა. ასე მივიღეთ ავტომობილი, რომელიც ზღაპრულ სიჩქარეს ანვითარებს და თანამედროვე მსოფლიოს აუცილებელი კომპონენტია.

რა თქმა უნდა, აქ მოყვანილი მაგალითები მცირე ჩამონათვალია იმ ტექნოლოგიებისა, რომელიც მსოფლიოში არსებობს. ამ თვალსაზრისით, არანაკლებ მნიშვნელოვანია GPS, ფლეერი, შტრიხ კოდი, სოციალური ქსელები, sms-გზავნილები, მიკროტალღები და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სქელლანჩიანი ფეხსაცმელი.

კატეგორია: საინტერესო

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews