შტეფან ცვაიგი

statusebi » საინტერესო » შტეფან ცვაიგი

Loading
 

შტეფან ცვაიგი

ავტორი: smart_maka თარიღი 31-12-2011, 01:16, ნანახია: 295

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

შტეფან ცვაიგი

შტეფან ცვაიგი იყო ავსტრიელი ებრაელი მწერალი. (არა, ერთი წუთით, სანამ დავიწყებდე მინდა გითხრათ, რომ ვგიჯდები ამ მწერალზე, ოზმოდ მიყვარს მისი რომანები, ის ჩემთვის ჩვეულებრივი მწერალი არ ყოფილა. გამორჩეულად მიყვარს, იმის მიუხედავად, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ახლა კი მისი ბიოგრაფია...)

დაიბადა 1881 წლის 28 ნოემბერს ავსტრიაში, კერძოდ ქ. ვენაში. ვენის უნივერსიტეტში იგი სწავლობდა ფილოსოფიას და ფსიქოანალიზის თეორიას, სადაც ასევე მოღვაწეობდა ცნობილი ფსიქიატრი და ნევროლოგი, ფსიქოანალიზის მამამთავარი ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც ცვაიგის უფროსი თანამედროვე, მისი მეგობარი და მკურნალი ექიმიც კი იყო. ცვაიგმა თავიდან მოკლე მოთხრობების წერა დაიწყო, რამაც საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული გახადა. ამავე დროს იგი ძალიან აქტიურად თარგმნიდა მრავალ ფრანგულ ნამუშევარს გერმანულად. 1927 წელს, როდესაც შტეფან ცვაიგის ნოველების ციკლ "ჯაჭვის" სამივე ტომი ერთდროულად გამოიცა, ავტორის მოთხოვნის შესაბამისად, სამივე წიგნი სხვადასხვა ფერის ყდაში ჩასვეს: მწვანესა, ნარინჯისფერსა და ცისფერში. მწერალს ამ მხრივაც უნდოდა ხაზი გაესვა, რომ საქმე ეხებოდა ადამიანის განცდათა ტიპოლოგიურ გამას, დალაგებულს ასაკობრივი თანამიმდევრობით: მწვანე ხატოვნად გამოხატავდა ბავშვობას, ნარინჯისფერი - სიმწიფის ხანას, ხოლო ღია ლურჯი - კლიმაქტერიული ხანდაზმულობის პერიოდს. და საერთოდაც, ემოციების ანალიზი, განცდათა ეტიოლოგიის შესწავლა ცვაიგის უდიდესი გატაცება იყო. პირველმა მსოფლიო ომმა მას დიდი ტკივილი მიაყენა, როგორც ადამიანს და ასევე როგორც მწერალს. იქიდან გამომდინარე, რომ იგი ებრაელი იყო, იძულებული გახდა ავსტრიიდან წასულიყო. მან ვერსად ჰპოვა სულიერი სიმშვიდე და 1942 წლის 22 თებერვალს პეტროპოლისში თავი მოიკლა.

ბევრს არ შეგაწყენთ თავს, ალბათ ყველა იცნობთ ამ ადამიანის რომანებს, მაგრამ მე მინდა რამოდენიმე მათგანი ჩამოვთვალო, რომლებიც კითხვისას განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს. ესენია:"უცნობი ქალის წერილი", "24 საათი ქალის ცხოვრებიდან" "ამოკით შეპყრობილი", "ჩემი ძმია თვალები" და კიდევ უამრავი პატარ-პატარა ნოველები.

კატეგორია: საინტერესო

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews