ფაქტები, რომლებიც დღემდე ამოუცნობია

statusebi » საინტერესო » ფაქტები, რომლებიც დღემდე ამოუცნობია

Loading
 

ფაქტები, რომლებიც დღემდე ამოუცნობია

ავტორი: smart_maka თარიღი 30-01-2012, 05:32, ნანახია: 421

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ფაქტები, რომლებიც დღემდე ამოუცნობია

დიდი ხნის პაუზის შემდეგ ისევ დაგიბრუნდით. მინდა მეტად საინტერესო ფაქტებზე გესაუბროთ, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში მოვიძიე. მოგეხსენებათ დღეს მსოფლიო მეცნიერება საკმაოდ წინ არის წასული და ასე თუ ისე უამრავი მიღწევები გვაქვს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა არსებობს მეცნიერებისთვის აუხსნელი ფენომენები, რომლებიც არც-ერთ დღევანდელ კანონს და დღეისთვის ჩვენთვის ნაცნობ კანონებს არ ექვემდებარება, სწორედ ასეთ მოვლენებს ვეძახით ფენომენებს. ამ სტატიაში თქვენს ყურადღებას გავამახვილებ მსოფლიოს მეცნიერებისთვის აუხსნელ მოვლენებს და ზოგიერთ, არც თუ ისე გახმაურებულ ამბებს...

1) მინესოტას შტატის ქალაქ ლენგბის უცნაური შემთხვევა

ფაქტები, რომლებიც დღემდე ამოუცნობია

მინესოტას შტატის ქალაქ ლენგბის მოქალაქემ ერთ დილას ეზოში გასვლისას თოვლში მისი გაყინული მეზობელი, 19 წლის ჯეინ ჰილარდი იპოვა. გოგონა წინა ღამეს გადმოვიდა მეზობელთან დახმარების სათხოვნელად, მაგრამ 25 გრადუსიანი ყინვის გამო მოძრაობა ვერ გააგრძელა და გაიყინა.
ის მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმები ამბობენ, რომ მოყვანისას ჯეინი მიცვალებულივით ცივი იყო. არანაირი სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობოდა. მთელი ღამე თოვლში ყოფნის გამო მისი ყველა კიდური გაშეშებული იყო. ექიმებმა მისი ნათესავები გააფრთხილეს, რომ თუ სასწაული მოხდებოდა და გოგონას გონს მოიყვანდნენ, გონებრივი პრობლემები ექნებოდა და გარდა ამისა, ორივე ფეხის ამპუტაცია გახდებოდა საჭირო. მისი ოჯახის წევრები გულმხურვალედ ლოცულობდნენ და ღმერთს ჯეინის გონს მოყვანას შესთხოვდნენ. ყველას გასაკვირად, პროცედურების დაწყებიდან ორ საათში, გოგონა გონს მოვიდა და რამდენიმე საათში ყველა სასიცოცხლო ფუნქცია აღუდგა. მას თითქოს არც ეტყობოდა, რა გადაიტანა. ფიზიკურადაც და გონებრივადაც შესანიშნავ ფორმაში იყო, მხოლოდ რამდენიმე ადგილას დარჩა ნაიარევი.

2) ჟელატინის წვიმა

ფაქტები, რომლებიც დღემდე ამოუცნობია

ვაშინგტონის შტატის ქალაქ ოქვილის მოქალაქეები 1994 წლის 7 აგვისტოს უცნაური მოვლენის მოწმენი გახდნენ: ქალაქში წვიმდა, მაგრამ წყლის მაგივრად, ჟელატინის წვეთები ცვიოდა. ამის შემდეგ ქალაქში უცნაური ვირუსი გავრცელდა, რომელიც სხვადასხვა რაიონში 7 კვირიდან 3 თვემდე გაგრძელდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ ჟელატინის წვეთები ლაბორატორიაში გააგზავნა ანალიზზე. შედეგი საოცარი იყო: ნივთიერება ადამიანის სისხლის თეთრ უჯრედებს შეიცავდა. ანალიზი გაკეთდა ასევე ვაშინგტონის ჯანდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აღმოაჩინეს ორი ტიპის ბაქტერია. მათგან ერთ-ერთი ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში ბუდობს. თუმცა მაინც ვერ ახსნეს, საიდან წამოვიდა ჟელატინის წვიმა, ან რატომ გამოიწვია ეპიდემიის გავრცელება.

3) სხეულისა და ტვინის კავშირი ერთმანეთთან

ფაქტები, რომლებიც დღემდე ამოუცნობია

სამედიცინო მეცნიერებისთვის ჯერ კდიევ აუხსნელია ადამიანის სხეულისა და ტვინის კავშირი ერთმანეთთან და გონების ზეგავლენა სხეულზე. პლასებოს ეფექტი (placebo effect) ნათლად გვიჩვენებს ადამიანის გონების უნიკალურ შესაძლებლობებს ანუ იმას თუ როგორ შეულია ადამიანს ყოველგვარი სამედიცინო დახმარების მიღების გარეშე უმკურნალოს საკუთარ თავს. თვითმკურნალობის ეს მეთოდი (დაჯერების მეთოდი) მსოფლიო თანამედროვე მედიცინას სრულად ჩრდილავს, მიუხედავად ყველაფრისა მსოფლიო მედიცინა უძლურია მოაქციოს ეს მოვლენა რაიმე მეცნიერულ კანონში.

4) სიცოცხლის ბოლო წუთები და ცხოვრება სიკვდილის შემდეგ

ფაქტები, რომლებიც დღემდე ამოუცნობია

ადამიანები, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს (კლინიკური სიკვდილ განცდილი ადამიანები) ხანდახან იტყობინებიან ხოლმე მისტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც მათ დაინახეს, როდესაც მათმა სულმა სხეული დატოვა. მაგალითად – სიარული გვირაბში რომლის ბოლოსაც სინათლე მოსჩანს, ან შეხვედრა – შეერთება მის საყვარელ ადამიანთან. ანდაც სიმშვიდის აუღწერელი შეგრძნება. ამ ყველაფერმა ადამიანს გაუჩინა დიდი ინტერესი თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ამის გაგება მეცნიერებისთვის ალბათ ყოველთვის გაუგებარი გახდება – გასაგები მიზეზების გამო. მიუხედავად ამ უცნაური ინფორმაციებისა რომლებსაც სიკვდილის ზღვარზე მყოფი ადამიანები გვატყობინებენ, ამ ინფორმაციას არანაირი ძალა არ აქვს რადგანაც ექიმების აზრით ასეთი რამ შეიძლება მათ მართლაც ნახონ, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ პოსტტრამვულმა შოკმა გამოიწვიოს ან უბრალოდ შეგვილია მათ ჰალუზინაციებსაც მივაწეროთ.

5) Deja vu – მე ეს უკვე ნანახი მაქვს..
“Deja vu” – ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს “მე ეს უკვე ნანახი მაქვს” ადამიანები ამ სიტყვას ვაიგივებთ განსხვავებულ, ამოუცნობ და მისტერიულ გრძნობასთან, რომელიც გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ჩვენ მოვლენები რომლებსაც ახლა ვხედავთ უკვე ნანახი გვაქვს. მაგალითად : ქალი რომელიც დადის შენობაში, დავუშვათ სხვა ქვეყანაში, რომელშიც პირველად ჩავიდა, მაგრამ ის გრძნობს, რომ ეს ადგილი მისთვის ძალიან ინტიმურია და ახლობელი. ზოგიერთი ადამიანი ამ ფაქტს მიაწერს “წინა ცხოვრები-ს” ვერსიას ანუ დავუშვათ ადამიანს ქონდა წინა ცხოვრება (სხვა სიცოცხლე) რომელშიც ეს ადგილი მისთვის დაუვიწყარი დარჩა. ადამიანის ფსიქოლოგიაში ეს ფენომენი უფრო ნატურალისტიკურად არის ახსნილი და მას “ინტუიციას” მიაწერენ, მაგრამ არც ეს ახსნა არის სრულყოფილი და ეს მოვლენა ამოუცნობ ფენომენად რჩება

6) მოჩვენებები

ფაქტები, რომლებიც დღემდე ამოუცნობია

უამრავი ადამიანი ამბობს, რომ მან დაინახა ის რაც არ უნდა დაენახა, დაიანახა რაღაცა რომელიც სხვებმა ვერ დაინახეს, ბევრ ადამიანს მოჩვენებებთან საუბარიც კი ჰქონია ბევრი შეხებია კიდეც მოჩვენებებს, ეს სისულელე არაა ეს უკვე ფაქტია უამრავი სურათი არსებობს რომელზეც ჩანს უცნაური ობიექტები, რომლებიც სურათის გადაღების მომენტში იქ არ ყოფილა. ბევრი ადამიანი კი უბრალოდ ტრაგიკულად დაკარგულ შეყვარებულს ან ოჯახის წევრს ხედავს. მოჩვენებებ თავისი მკვლელავრების ყავთ (Ghost investigators ) რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ გარდაცვლილ ადამიანს შეუძლია კავშირი დაამყაროს ცოცხალთან და ამით ბოლო მოუღონ ამ ამოუცნობი ფენომენის არსებობას

7) ადამიანების გაუჩინარება
მსოფლიოში უამრავი შემთხვევა არსებობს როდესაც ადამიანები უბრალოდ ქრებიან. ზოგს იტაცებენ, ზოგი ავარიისას ქრებიან არიან ისეთებიც, რომლებსაც მოულოდნელად პოულობენ კიდეც. მაგრამ ყოფილა უამრავი შემთხვევა, როდესაც უბრალოდ ვერ გაურკვევიათ რა მოხდა და სად გაქრა ადამიანი როდესაც არანაირი ფაქტი ან არანაირი სამხილი არ დარჩენილა გაუჩინარების ადგილას. სწორედ ასეთი ფაქტები ხდება ფენომენი…

8) ინტუიცია
ინტუიცია ანუ მეექვსე გრძნობა როგორც მას მეორენაირად ეძახიან. არ არსებობს ადამიანი რომელსაც ინტუიცია ერთხელ მაინც არ შეეგრძნო, გამოეცადა საკუთარ თავზე. (რამნეჯერ გქონიათ ინტუიცია, როდესაც თქვენი ტვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში ხვდებ, რომ დაიღუპებით?) ანუ ამით მინდა ხაზი გაუსვა, რომ ხშირად ეს მეექვსე გრძნობა, რომელიც ითვლება ადამიანის დამხმარედ ხანდახან ცდება. მიუხედავად ამისა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინტუიცია უმეტეს წილათ მართალია. ფსიქოლოგების აზრით ადამიანი თავისდა უნებლიედ აგროვებს ინფორმაციას მის გარშემო, შემდეგ ეს ინფორმაცია შეიძლება გადაიზარდოს ისეთ გრძნობაში, რომ თითქოს ჩვენ ვიცით რაღაცა ინფორმაცია, რომელიც წესით ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ რადგან არასდროს ის არ გვისწავლია ან არ ვიცით ასე იქნება თუ არა. ან უბრალოდ რატომ ვიცით იგი? ინტუიციის რეალურად შესწავლა ძალიან ძნელია და ფაქტიურად შეუძლებელია მეცნიერებისთვის პასუხი შეილება ვეძიოთ ადამიანის ფსიქოლოგიაში.

იმედია საინტერესო გამომივიდა :)

კატეგორია: საინტერესო

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews