ჯერალდ სტანო-სერიული მკვლელი

statusebi » საინტერესო » ჯერალდ სტანო-სერიული მკვლელი (+16)

Loading
 

ჯერალდ სტანო-სერიული მკვლელი (+16)

ავტორი: smart_maka თარიღი 14-02-2012, 09:40, ნანახია: 201

გაზიარება
2 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ჯერალდ სტანო-სერიული მკვლელი (+16)

ამ პოსტში მინდა მოგიყვეთ ერთ-ერთი, ძალზედ ცნობილი სერიული მკვლელის შესახებ. ალბათ ყველას მოგეხსენებათ, რომ ასეთ ადამიანებს არც თუ ისე სახარბიელო პატარაობა ჰქონდათ, არამედ საშინელიც კი და სწორედ ასეთი ცხოვრების წესის გამო გახდნენ სერიული მკვლელები. ჯერალდ სტანო გახლდათ უპატრონო ბავშვი, რომელიც იზრდებოდა ბავშვთა თავშესაფარში. მისი ბიოლოგიური მშობელი ძალადობის მსხვერპლი გახდა და 14 წლის იყო, როდესაც ჯერალდი ეყოლა, ამიტომაც გადაწყვიტა თავშესაფარში დაეტოვა იგი. საშინელებაა არა? ჯერალდი იშვილა შეძლებულმა ოჯახმა და შეიძლება ითქვას, მას ყველაფერი ჰქონდა რაზეც კი ოცნებობდა.

მიუხედავად წარმატებული ფინანსური მდგომარეობისა სტანოს ქონდა პრობლემები. მას უძნელდებოდა სწავლა რის გამოც სამჯერ ჩარჩა კლასში. მამის საფულის და რეპეტიტორების დახმარებით ბოლოს და ბოლოს იღებს სტანო ატესტატს. სწავლის გარდა კოლეჯში “სუსტ ბავშვს” არ აქვს წარმატება არც სპორტში, რის გამოც მას ხშირად დასცინიან. მაგრამ ეს სტანოსთვის არაა პრობლემა, ერთხელ სტანომ მამის ფულით მოისყიდა კოლეჯის ჩემპიონატში მონაწილე 10 მონაწილე, რის დახმარებითაც ფინიშამდე პირველი მივიდა და გაიმარჯვა კიდეც. თანატოლებს არ მოწონთ სათვალიანი თანაკლასელი რომელსაც შეიძლება დაფასთან დგომის დროს შარვალში გაეპაროს.



სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლები აიძულებენ სტანოს ფული თვითონ გამოიმუშაოს. სტანო ემშვიდეობება “მამის სქელ საფულეს”. და სწორედ ამ დროს აშკარა ხდება რომ დეფექტურად განვითარებულ სტანოს სრულიად არ იზიდავს ქალები.

1980 წლის 17 თებერვალს ორმა ახალგაზრდამ აეროპოტრ დაიტონ-ბიჩის მახლობლად აღმოაჩინეს გოგონას გვამი. გამომძებიელი მივიდა დასკვნამდე: მკვლელი რომელმაც 20 წლის მერის ტანსაცმელი გახადა, სიბრაზისგან საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა და ახალგაზრდა გოგონა მოკვლა, რის შემდეგაც, დანით 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. და თვითონ სხეული დანაწევრების მეთოდიც მიუთითებს რომ, მკვლელი არ ცდილობდა კვალის დაფარვას. ხოლო სხეულის დანაწევრების დროს მკვლელი იყო აფექტის მდგომარეობაში.



იმ დროს როდესაც პოლიცია ამუშავებდა სხვადასხვა ვერსიებს მკვლელობასთან დაკავშირებით, 25 მარტს პოლიციის განყოფილებას მიმართა ახალგაზრდა მეძავმა. მსხვერპლმა პოლიციას უამბო რომ ტრასაზე იგი გაყვა ერთი შეხედვით ნორმალურ, ახალგაზრდა კაცს რომელშიც ჩასახლებული იყო ეშმაკი. მოტელში მისვლის შემდეგ მეძავმა უარი უთხრა სტანოს “სურვილის” შესრულებაზე. რომელიც შემდეგნაირი იყო: მეძავს სქესობრივი კავშირის დროს თავი უნდა ქონოდა ჩადებული უნიტაზში. უარის გაგონებისთანავე სტანომ სპორტული ჩანთიდან ამოიღო სამზარეულოს დანა და დაიწყო მსხვერპლის დასერვა. სასწაულით შეძლო მეძავმა ნომრიდან გამოქცევა და პოლიციის განყოფილებაში მისვლა. სადაც მას დაადეს 27 ნაკერი ზურგზე და გულმკერდის არეში. მეძავმა დაიმახსოვრა არა მხოლოდ მოძალადის მანქანის მარკა, არამედ ნომერიც. ეს კი სრულიად საკმარისი იყო რომ 1980 წლის 27 მარტს სტანო გამხდარიყო ეჭვმიტანილი.



მკვლელს არ გაუმართლა იმაში რომ, იგი დაკითხა პოლ კროუიმ. პროფესიონალი რომელიც არა მხოლოდ ფლობდა თავის საქმეს არამედ საკმაოდ კარგად ერკვეოდა ფსიქოლოგიაში. უკვე მეორე დაკითხვაზე პოლმა შეისწავლა სტანოს რეაქციები დასმულ კითხვებზე პასუხისას. როდესაც იგი ამბობდა სიმართლეს ყოველთვის წევდა თავს წინ ადამიანისკენ ვინც კითხვას უსვამდა. ხოლო როგორც კი იწყებდა მოტყუებას მაშინვე ეყრდნობოდა სკამის ზურგს.

უკვე პირველ აპრილს სტანო იწყებს თანამშრომლობას გამოძიებასთან და ყველასგან გასაკვირად ის არამარტო აღიარებს ძალადობის ფაქტს არამედ ათობით მკვლელობას. სტანომ პოლიციას აჩვენა ადგილები სად კლავდა მსხვერპლებს ხოლო შემდეგ ანაკუწებდა და თავიდან იშორებდა გვამებს. სიკვდილით დასჯამდე იგი საკანში იჯდა ტედ ბანთან ერთად.



სტანოს მსხვერპლები ხდებოდნენ მეძავები, მიზეზი კი იყო ის რომ ისინი არ თანხმდებოდნენ შეესრულებინათ მისი სურვილები. რასაც სტანო მდგომარეობიდან გამოყავდა და იწყებდა სისხლიან მკვლელობებს.

სასამართლო დიდი ხანი გრძელდებოდა და საბოლოოდ, 12 სექტემბერს თავისავე დაბადების დღეზე გამოუტანეს განაჩენი: სიკვდილით დასჯა ელექტრო სკამზე. 1998 წლის 23 მარტს სტანო სიკვდილით დასაჯეს 41 ადამიანის მკვლელობისათვის.






კატეგორია: საინტერესო

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
  • სკაიპი: --
20 თებერვალი 2012 13:29

marisha666

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 20.02.2012
 
magari kacia tavi tualetshi chade da ise mogtynavoo what

<
  • სიახლეები: 53
  • კომენტარები: 23
  • სკაიპი: --
20 თებერვალი 2012 13:48

smart_maka

  • ჯგუფი: მფლობელი
  • რეგისტრაცია: 26.12.2011
 
ucenzuro sityvebs nu wer, torem idzulebuli viqnebi bani dagado

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews