ჩეკების გათამაშება

statusebi » საინტერესო » chekebis gatamasheba

Loading
 

chekebis gatamasheba

ავტორი: levan თარიღი 19-04-2012, 20:22, ნანახია: 2795

გაზიარება
1 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

chekebis gatamasheba



შემოსავლების სამსახურმა უპრეცედენტო გათამაშება დაიწყო. 18 აპრილიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერი (ნაღდი ფულით) შესყიდვის დროს მიღებული ჩეკით, წამახალისებელი გათამაშების მონაწილე გახდებით. გათამაშდება 10, 20, 50, 100, 10 000 და 50 000 ლარიანი მოგებები.
გათამაშება ტარდება ყოველდღე, 18 აპრილის დილის ათი საათიდან, მისი მიმდინარეობის განმავლობაში მოგების სახით გაიცემა 9 მილიონი ლარი.
„ჩეკების გათამაშებაში“ ჩართვა მარტივია – ამისათვის, საჭიროა ნებისმიერი შესყიდვის დროს მოითხოვოთ ჩეკი, ხოლო შემდეგ მარტივად გადაამოწმოთ, გახდით თუ არა იღბლიანი ქვითრის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ გათამაშების მონაწილე, არათუ უსასყიდლოდ ერთვება წამახალისებელ ლატარიაში, მას ასევე, უსასყიდლოდ, შეუძლია შეამოწმოს ჩეკის მომგებიანობა.

შემოსავლების სამსახურმა, მომხმარებელს მეტი კომფორტისთვის შეიმუშავა ჩეკების მომგებიანობის შემოწმების სამი მეთოდი: გათამაშების მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge- ზე მოცემული სპეციალური ფორმით, ასევე გააგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილური ოპერატორების (ჯეოსელი, მაგთი) დახმარებით და ისარგებლოს სწრაფი გადახდის აპარატებით (TBC Pay და NOVA).

მომგებიანობის გადასამოწმებლად, საჭიროა, ჩეკის ორი უნიკალური(ექვსნიშნა და რვანიშნა)კოდის შეყვანა, ვებგვერდსა და სწრაფი გადახდის აპარატებში,სპეციალურად შექმნილ გრაფებში, ან ამ კოდების გაგზავნა სმს-ით ნომერზე *200# ორივე კოდი ერთად 14 ციფრისგან შედგება.

მოგებული თანხის მიღება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის, კორსტანდარტ ბანკის, პრივატ ბანკის, ან ბაზის ბანკის ნებისმიერ ფილიალში, მოგებიდან 30 დღის განმავლობაში.

10 000 და 50 000 ლარიანი მოგებები გაიცემა აღნიშნული ბანკების ცენტრალურ ფილიალებში.

მომგებიანი ჩეკის მფლობელმა, სავალდებულოა, თან იქონიოს ჩეკი და პირადობის მოწმობა.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, 10 000 და 50 000 ლარიანი მოგებების მფლობელებს არ დაუკავდებათ საშემოსავლო გადასახადი. შესაბამის თანხას გადაიხდის თავად შემოსავლების სამსახური.

„ჩეკების გათამაშებაში“ პარტნიორობას შემოსავლების სამსახურს, ზემოთ ჩამოთვლილ ბანკებთან და ორგანზაციებთან ერთად საქართველოს ლატარიის კომპანია უწევს, რომელმაც შეიმუშავა სპეციალური პროგრამა,რომლის საშუალებითაც ხდება მომგებიანი ჩეკების გამოვლენა.

შემოსავლების სამსახური, ითვალისწინებს მომხმარებლის მოთხოვნებს. შესაბამისად, „ჩეკების გათამაშების“ პარალელურად, 18 აპრილიდან იმუშავებს ცხელი ხაზი, ნომრით +(995 32) 2 421 200.

ასევე, გათამაშების განმავლობაში, ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხი, შესაძლებელია მიიღოთ ფეისბუქის საშუალებით. სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი გვერდი „ჩეკების გათამაშება“ 18 აპრილიდან ამოქმედდა.

ჩეკების შემოწმება შეგიძლიათ აქ: http://rs.ge/lottery

წყარო: http://rs.ge


chekebis gatamasheba

კატეგორია: საინტერესო, porno

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
  • სკაიპი: --
27 აპრილი 2012 13:19

ana nozadze

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 27.04.2012
 
vinmem icis cheki rogor gavatamasho?///////////////////

damexmaret ra iyot

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews