ჩეკების გათამაშებაში 10 ათასი ლარი გათამაშდა statusebi.org

statusebi » საინტერესო » ჩეკების გათამაშებაში 10 ათასი ლარი გათამაშდა

Loading
 

ჩეკების გათამაშებაში 10 ათასი ლარი გათამაშდა

ავტორი: levan თარიღი 26-04-2012, 13:40, ნანახია: 579

გაზიარება
0 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

ჩეკების გათამაშებაში 10 ათასი ლარი გათამაშდა

chekebis gatamashebashi ati atasi lari gatamashda | ჩეკების გათამაშებაში 10 ათასი ლარი გათამაშდა


გუშინ, 25 აპრილს, ჩეკების გათამაშებაში პირველად გამოვლინდა გამარჯვებული, რომელმაც დიდი თანხა მოიგო. გამარჯვებული მაია ირიაულია, რომელიც მცხეთის რაიონში, ნატახტარში ცხოვრობს, მან მეოთხედ მოითხოვა ჩეკი და 10 000 ლარის მფლობელიც გახდა. მაიამ 3 ლარი ჩარიცხა მობილური ტელეფონის ანგარიშზე. გამარჯვებულს შემოსავლის სამსახურის თანამშრომლებმა სახლში მიაკითხეს, მიულოცეს და სიმბოლური 10 000 ლარიანი ჩეკიც გადასცეს.
შეგახსენებთ, გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, თქვენ უბრალოდ რაიმეს ყიდვისას უნდა მოითხოვოთ ჩეკი, თქვენ ამით არაფერს კარგავთ. ჩეკის მომგებიანობის შესამოწმებლად შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ ლინკზე http://www.rs.ge/lottery და შეამოწმოთ თქვენი ჩეკი, ან თუ ხართ ჯეოსელის ან მაგთის აბონენტი აკრიფეთ *200# და მიყევით ინსტრუქციებს. მოგებული თანხის მიღება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის, კორსტანდარტ ბანკის, პრივატ ბანკის, ან ბაზის ბანკის ნებისმიერ ფილიალში, მოგებიდან 30 დღის განმავლობაში. გათამაშება გაგრძელდება 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებებს! მაიას "რეკორდი" მოგეხსნათ : ))

კატეგორია: საინტერესო

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews