სტატუსები მეგობრობაზე statusebi.org

statusebi » სტატუსები » statusebi megobrobaze | სტატუსები მეგობრობაზე

Loading
 

statusebi megobrobaze | სტატუსები მეგობრობაზე

ავტორი: levan თარიღი 26-04-2012, 13:28, ნანახია: 1180

გაზიარება
1 გთხოვთ, გაიზიაროთ Facebook-ზე!

statusebi megobrobaze | სტატუსები მეგობრობაზე

statusebi megobrobaze | სტატუსები მეგობრობაზე


მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს- სიყვარულს თუ არ ჩავთვლით და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად

მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად: ის არც სკოლის საგანია და კერძოდაც ვერავისთან ისწავლი, არადა- მეგობრობის აზრი თუ არ იცი ჩათვალე, რომ ვერაფერი გისწავლია.

მეგობარი ეს არის ის პიროვნება, რომელთანაც შეგიძლია თქვა რაც გინდა და არა ყველაფერი. იმისთვის, რომ დარწმუნდე ენდო თუ არა ბოლომდე უნდა იცნობდე დიდი ხანი და გამოსცადო გაგყიდის თუ არა

ო, რა შვებაა, ენით უთქნელი შვება მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს

ჭეშმარიტი ბედნიერება მეგობრების რაოდენობაში კი არაა, არამედ მათ სწორად შერჩევაში

მეგობრობა ადამიანის სულისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია, როგორიც ხელოვნება და ფილოსოფია. ეს ბუნების წესია - გყავდეს მეგობარი და გადარჩე

მეგობარი არის ის ვისაც ესმის შენი სულის მუსიკა და გეხმარება მაშინ, როდესაც ნოტები გავიწყდება

მეგობრობა — ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანთა შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება



სიყვარული ეკითხება მეგობრობას: - რატომ ხარ სამყაროში საჭირო შენ როცა ვარსებობ მე?
მეგობრობა პასუხობს: - რომ დავტოვო ღიმილი იქ, სადაც შენ ტოვებ ცრემლს...

მეგობრობა – ერთმანეთის დაუსრულებელი აღიარება მგონია. მსგავსად სიყვარულისა, მისთვის ერთი სიტყვაც, ერთი შეხებაც კმარა. განშორება კი დანაკარგია, რომლის მერეც სინანულის ყრუ ტკივილი დაგყვება უკან


❀ ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ
❀ მეგობარს არად უღირთ გამარჯვება, შენ თუ დამარცხდები
❀ მეგობარს ვერასდროს ვერავინ შეცვლის
❀ მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ
❀ როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობარი ყოველთვის მიხვდება, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არაა
❀ ნამდვილი მეგობარი ყოველთვის შენი მეგობარი იქნება და არა მხოლოდ ლხენისას, არამედ გაჭირვებასიც
❀ მარტოობა ყველაზე ძნელი მაშინაა, როცა გულწრფელ მეგობარს ხარ მოკლებუ
❀ მეგობარი სწორედ მაშინ გიდგება გვერდში, როცა თითქოს მთელი სამყარო ზურგს გაქცევს
❀ მეგობარი არის ადამიანი, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ
❀ შენი მეგობრები შენი სიმდიდრეა, შენი მარგალიტი, ოქრო და ბრილიანტი
❀ როცა რაღაც სიგიჟემდე გიხარია, ვისთან გარბიხარ და ვის უზიარებ შენს სიხარულს?
❀ როცა შეცდომას უშვებ და ხრამთან დგახარ გაუთვალისწინებლად, ვინ მოდის და ვინ გიწვდის დახმარების ხელს?მეგობარი არასოდეს გეტყვის „ხომ გეუბნებოდი" მაშინაც კი, როცა მართლა გეუბნებოდა
❀ მეგობრებს ისე მოექეცი, როგორც საკუთარ ნახატებს და თითოეულს შესაფერისი განათება მოუძებნე
❀ ერთგული მეგობარი ნებისმიერ ქონებაზე მეტი სიმდიდრეა
❀ მეგობარი არის ის ვისაც ესმის შენი სულის მუსიკა და გეხმარება მაშინ, როდესაც ნოტები გავიწყდება

***
ჩვენი მეგობრობა, ჩვენი სიყვარული,


ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს,

ჩვენი მეგობრული სიყვარული,

სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს,

ჩვენი მხიარული სახეები

არასდროს მწუხრით შეცვლილიყოს,

ჩვენი უცოდველი ნაბიჯები,

მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს.

გაჭირვებაში,ლხინში თუ ჭირში,

სულ მუდამ ერთად ვყოფილიყოთ,

ცხოვრების მკაცრი კანონები,

ჩვენი მეგობრობით დაგვეძლიოს,

ღმერთი გვფარავდეს და მუდამ,

მისი მორჩილები ვყოფილიყოთ !

კატეგორია: სტატუსები

ძვირფასო სტუმარო.
გირჩევთდარეგისტრირდეთ საიტზე.
<
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 3
  • სკაიპი: mari12973
1 მაი 2012 09:10

mari99

  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 1.05.2012
 
love zan momewona martlac rom megobrobaze zvirfasi siyvarulis shemdeg araferi ar aris da yvelam unda gaufrtxildet chvens megobrebs

ინფორმაცია
ჯგუფ დაბლოკილი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
 
statusebi
5 stars - based on 450 reviews